მოდელი და მსახიობი დევონ აოკი რეკლამას უწევს Acne Studio-ს 2023 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციას, რომლის ჩვენებაც გასული წლის სექტემბერში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში გაიმართა. ჩვენებას განსაკუთრებული დატვირთვა ჰქონდა – ის შვედური ბრენდის დაარსების 10 წლის იუბილეს აღნიშნავდა. რომანტიკული კოლექცია დევონმა ბრწყინვალედ წარმოაჩინა კამპანიაში, რომელიც ჰოლანდიელმა ვიზუალურმა არტისტმა და ფოტოგრაფმა კარლეინ იაკობსმა ლოს ანჯელესში გადაიღო.

“კარლეინი ერთ-ერთი დიდებული ტალანტთაგანია. მის შემოქმედებას ვიცნობდი და ვიცოდი, რომ ერთად რაღაც საოცარს გავაკეთებდით,” – განაცხადა დევონმა. “მასთან შეხვედრისას ამჩნევ, რომ მისგან შემოქმედებითი ენერგია გადმოედინება. გარდა ამისა, ამბის შესანიშნავი მთხრობელია.”

მან ასევე აღნიშნა, რომ მოხიბლულია Acne Studios-ს მიღმა არსებული ენერგიით და ბრენდის ლამაზად შექმნილი, სასიამოვნო ნამუშევრები თავიანთი განსაკუთრებულობის გამო პოდიუმზე სკულპტურულ ხელოვნების ნიმუშებს ჰგავს, “ფემინური და ძლიერია, გრძნობ ექსპერიმენტულ შტრიხებს.”

ფოტოებზე Acne Studio-ს ატლასის ვარდისფერ რუშებიან დიზაინში, წითელ და თეთრ გინგემის კაბაში თუ ნახევრად გამჭირვალე, ბაფთის ფორმის ცისფერ სამოსში გამოწყობილი დევონი საუცხოოდ გამოიყურება და ნოსტალგიის განცდას აღვივებს.