ამერიკელი რეპერი A$AP Rocky მოდის სამყაროში საკმაოდ აქტიურადაა ჩართული. იგი ხშირად ჩნდებოდა წამყვანი მოდის სახლების ჩვენებების წინა რიგებში, ჰქონდა კოლაბორაციები ისეთ დიზაინერებთან, როგორებიც არიან ჯონათან ანდერსონი და რაფ სიმონსი, 2016 წელს ის DIOR HOMME-ის კამპანიაშიც ვიხილეთ. ბევრმა არ იცის, თუმცა მას აქვს დაარსებული კრეატიული სააგენტო AWGE. “ბევრს არ ვსაუბრობთ AWGE-ზე, ეს მას მისტიურს ხდის”, ამბობს რეპერი. მართლაც, სააგენტო დიდი პიარით ნამდვილად არ გამოირჩევა. თუმცა AWGE x Amina Muaddi-ს კოლაბორაციით შექმნილი ფეხსაცმელების ახლახანს გავრცელებული კამპანია ვირუსულად მოედო მთელს ინტერნეტ სივრცეს. კამპანიის სახე ფრანგი მოდელი თინა კუნაკია.
Courtesy of Amina Muaddi Courtesy of Amina Muaddi

Courtesy of Amina Muaddi Courtesy of Amina Muaddi
ამინა მუადი წარმოშობით იორდანიელი ფეხსაცმლის დიზაინერია. მისი ფეხსაცმელები მსოფლიოს წამყვან მაღაზიებში იყიდება და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სელებრითის გარდერობში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს, მაინც ნიშურ ბრენდად რჩება. ამინას ხელწერა ქუსლის ფორმაა, რომელიც მათ ყველა სხვა ფეხსაცმლისგან გამოარჩევს.

ამინასთვის და მისი ბრენდისთვის ეს კოლაბორაცია პირველია, თუმცა მას უმუშავია Fenty-ს კოლექციებზე. ამინამ ვოგთან ინტერვიუში ისაუბრა ASAP-თან მუშაობაზე, “ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო პირველი კოლაბორაცია ზუსტად ისეთი გამოსულიყო, როგორიც მინდოდა. ASAP Rocky-სა და ჩემი მუშაობის დისციპლინა ახლოსაა ერთმანეთთან, ის ისეთივე პერფექციონისტია, როგორიც მე ვარ”.