ვოგის ყოფილი მოდელი, რომელიც კარიერის მწვერვალზე ყოფნისას მილიონ დოლარს გამოიმუშავევდა წელიწადში, ახლა უსახლკაროა და ბარსელონას ქუჩებში ცხოვრობს. 57 წლის ნასტასია ურბანო, მოდურ კამპანიებში ისეთი სუპერმოდელების გვერდით პოზირებდა, როგორიც ლინდა ევანგელისტაა, ივ სენ ლორანის ლეგენდარული სუნამოს “ოპიუმის” სახე იყო და 80-იან წლებში ისეთ ვარსკვლავებთან ერთად ვახშმობდა, როგორებიც არიან ჯეკ ნიკოლსონი და ენდი უორჰოლი. თუმცა მას შემდეგ, იმ მდგომარეობამდე დაეცა, რომ ესპანეთში ბანკების შესასველელებში სძინავს. 
20 წლის ასაკში, ესპანელ ლამაზმანს უკვე დამშვენებული ჰქონდა ვოგის ყდა, რის შემდეგაც ნიუ იორკში გაემგზავრა, სადაც ცნობილ სამოდელო სააგენტოსთან “ფორდთან” გააფორმა კონტრაქტი.
ატლანტიკის ორივე მხარეს დიდი წარმატება მოიპოვა. მის ცხოვრებაზე მხოლოდ ოცნება შეეძლოთ ადამიანებს.

“ყველა ჟურნალში ვხვდებოდი, ყველას ვუყვარდი. 4-5 წლის მანძილზე წელიწადში მილიონ დოლარს მიხდიდნენ მხოლოდ 20 დღიანი მუშაობისთვის. ხან ჯეკ ნიკოლსონთან ვვახშმობდი, ხან ენდი უორჰოლთან და ხანაც რომან პოლანსკისთან. მელანი გრიფიტთან და დონ ჯონსონთან ერთად ვესწრებოდი წვეულებებს. მადონას და შონ პენის ქორწილშიც კი უნდა წავსულიყავი, ჩემი იმჟინდელი ბოიფრენდის დევიდ კიტის წყალობით, რომელიც დაპატიჟებული იყო, თუმცა ვერ წავედით ისეთ საშინელ ნაბახუსევზე ვიყავით იმ დღეს, საწოლიდან ადგომაც კი ვერ შევძელით. ყველაფერი მქონდა, დედოფალივით ვცხოვრობდი.”

ურბანოს თქმით, მისი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა მას შემდეგ, რაც შეხვდა მამაკაცს, რომელიც მისი მეუღლე და შემდეგ შვილების მამა გახდა. მოდელი ამტკიცებს, რომ ოჯახი სრულიად მისი ფინანსებით ცხოვრობდა, მეუღლემ კი უკაპიკოდ დატოვა, მხოლოდ ტანსაცმლის ამარა.

“ერთადერთი კარგი რამ, რაც ჩვენს ურთიერთობაში იყო ჩვენი ბავშვებია, დანარჩენი – საშინელება. ყველაფერს ჩემი ფულით ყიდულობდა. გაცნობიდან მხოლოდ 2 დღის შემდეგ, უნდოდა, BMW შემეძინა, მეც სულელივით დაუფიქრებლად მოვაწერე ჩეკს ხელი, შეყვარებული ვიყავი…”

ნასტასია ამჟამად მწვავე დეპრესიით იტანჯება და ამბობს, რომ რამდენჯერმე გამოაძევეს მთელი რიგი სახლებიდან, რადგან ქირის გადახდას ვერ ახერხებდა. ახლა მას, მხოლოდ 2 ალტერნატივა აქვს, ეძინოს მეგობრებთან დივანზე ან ბანკის ფოიეში. “მინდა ვიცხოვრო, და არა უბრალოდ ვიარსებო. დავიღალე იმით, რომ გადარჩენისთვის ვიბრძვი და გამუდმებით ფულს ვითხოვ. ადამიანები, რომლებიც ჩემს გარშემო იყვნენ უეცრად გაქრნენ, ყველამ დამტოვა და გაკვირვებული არც კი ვარ ამით. მინდა ჩემი შვილები ჩემს კეთილდღეობას ხედავდნენ. მინდა, რომ ფეხზე დავდგე და კარგად ვიყო, ჩემმა შვილებმა კი იამაყონ ჩემით.”

სამოდელო კარიერა ნასტასიამ ბარსელონაში დაიწყო, შემდგომ კი იმით გაგრძელდა, რომ მაღალი დონის ბრენდების სახე გახდა (YSL, REVLON), 1981 წელს ვოგის ყდაზე დაიბეჭდა. მისი ამჟამინდელი მდგომარეობის გაგების შემდეგ, ძველმა კოლეგებმა გადაწყვიტეს რაიმე იღონონ და კვლავ ფეხზე წამოაყენონ.

ყოფილმა მოდელი რუთ სქულერი: “შოკში ვარ. ვერავინ წარმოიდგენდა ამას. ჩვენ პრინცესების დონეზე ვიყავით, მაგრამ ის…. ის ღვთაება იყო. გულჩათხრობილი, მაგრამ ულამაზესი და გულუხვი სხვების მიმართ. ვცდილობთ, რაც შეიძლება ბევრი ადამიანი შევკრიბოთ. პირველი და ყველაზე აუცილებელია, რომ გავესაუბროთ, გავიგოთ თავს როგორ გრძნობს და რა სჭირდება.” ჰერნანდო ჰერერა: “ მას ჯერ კიდევ ბევრი რამის მიცემა შეუძლია მოდის სამყაროსთვის, არა მხოლოდ როგორც მოდელს, არამედ აქტიურ პერსონას, რომელიც კონფერენციებს გაუძღვება, სიტყვით გამოვა და სხვა. შემიძლია ფოტოგრაფებს და სააგენტოებს დავუკავშირდე, რომ მუშაობის შესაძლებლობა მიეცეს.”