სახელწოდება: The End of Fashion
ავტორი: Teri Agins
გამოცემის წელი: 2000
წიგნი მოგვითხრობს, თუ როგორ შეცვალა მარკეტინგმა მაღალი მოდა, როგორ ჩაანაცვლეს კარგმა ბიზნესმენებმა კარგი შემოქმედები და როგორ იქცა მოდის ინდუსტრია მარკეტინგის და ფულის შოვნის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ მანქანად. ჩამონათვლის ამ წიგნით დაწყება მოდაში მომენტის მდგომარეობიდან გამომდინარეობს.

სახელწოდება: The Beautiful Fall: Fashion, Genius and Glorious Excess in 1970s Paris
ავტორი: Alicia Drake
გამოცემის წელი: 2006
გამოქვეყნებიდან წლების შემდეგაც, ალისია დრეიკის ნაშრომი კვლავ არ კარგავს აქტუალობას. როგორ გაიყო ფრანგული მოდა ორ ბანაკად? ეს წიგნი გვიყვება 2 გენიალური დიზაინერის, ივ სენ ლორანის და კარლ ლაგერფელდის შესახებ. ეს არის წიგნი, რომლის გამოც, კარლ ლაგერფელდმა ალისია დრეიკს სასამართლოში უჩივლა.

სახელწოდება: Champagne Supernovas
ავტორი: Maureen Callahan
გამოცემის წელი: 2014
წიგნი მოდის ინდუსტრიის 3 საკულტო ფიგურაზე,რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ 1990-იანების ესთეტიკას. ალექსანდრ მაკქუინი ,ქეით მოსი და მარკ ჯეიკობსი – 3 ერთი შეხედვით უდარდელი, მეამბოხე, საინტერესო და საკამათო პიროვნების ისტორიით წარმოჩენილი 90-იანები. წიგნი ნათლად ხატავს საერთო სურათს, როგორი იყო მოდა და კულტურა მაშინ, როცა მოდაში ახალი მეამბოხე ბავშვები გამოჩნდნენ და ის სამუდამოდ შეცვალეს.

სახელწოდება: The Little Dictionary of Fashion
ავტორი: Christian Dior
გამოცემის წელი: 1954
იშვიათი და განსაკუთრებული წიგნი – მოდა და სტილი მოდის ერთ-ერთი ორიგინალი შემქნელისგან. წიგნი, რომელიც კრისტიან დიორმა დაწერა.

სახელწოდება: Gods and Kings: The Rise and Fall of Alexander McQueen and John Galliano
ავტორი: Dana Thomas
გამოცემის წელი: 2015
ჯონ გალიანოს და ალექსანდრ მაკქუინის ცხოვრებით გადმოცემული ამბავი წნეხზე, რომელსაც დიდების მწვერვალზე მყოფი დიზაინერები განიცდიან. ისინი იყვნენ ინგლისელი ბიჭები საშუალო ფენის ოჯახებიდან, რომლებიც საკუთარი ჩვენებებით მილიონობით ადამიანს ამუნჯებდნენ,შთააგონებდნენ, აოცებდნენ. დიდება, დაცემა და ყველაფერი მათ შორის. როგორ იმსხვერპლა მოდამ თანამედროვე სამყაროს 2 ყველაზე განიალური დიზაინერი. წიგნი მოდის ინდუსტრიის 2 ყველაზე დიდებულ შოუ-მეიქერზე.

სახელწოდება: In Fashion
ავტორი: Annemarie Iverson
გამოცემის წელი: 2010
პრაქტიკული სახელმძღვანელო მათთვის, ვისაც მოდის ინდუსტრიაში დასაქმება სურს. წიგნის ავტორი, მოდაში მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების შემდეგ, მკითხელს ხანგრძლივი წარმატებული კარიერის საიდუმლოებებს უზიარებს.

სახელწოდება: The Devil Wears
ავტორი: Lauren Weisberger
გამოცემის წელი: 2003
ეშმაკი ატარებს პრადას სხვა პროფესიის ადამიანებისთვის უბრალოდ გასართობი და კარგი წასაკითხი წიგნია, თუმცა მასში აღწერილი სიუჟეტები, მოდის ინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანებისთვის, ყოველდღიური რეალობაა, რომელთან გამკლავებაც უწევთ.