“თუ ვინმესთვის ტუჩის ფერის შესახებ მხოლოდ ერთი რამის სწავლების შესაძლებლობა მექნებოდა, აუცილებლად ვეტყოდი – იპოვნე ტუჩსაცხი, რომელიც კარგად გამოიყურება შენს სახეზე მაშინ, როცა მაკიაჟი არ გისვია” – ასე მიმართავს ბობი ბრაუნი აუდიტორიას MasterClass-ის ერთ-ერთი ვიდეო გაკვეთილისას.
მიჩნეულია, რომ ტუჩსაცხი მაკიაჟის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტია. თუკი, ტუჩებს მკვეთრად შეიღებავთ და აქცენტს სწორედ მათზე გააკეთებთ, შეგიძლიათ ჩათვალოთ, რომ მაკიაჟი დასრულებულია. იდეალური ტუჩსაცხის პოვნა მარიტვი არ არის, მითუმეტეს ისეთი შეფერილობის და ტექსტურის, რომელიც ნებისმიერ სიტუაციას და გარეგნულ იმიჯს მოუხდება.

თალი გადავავლოთ ბაზარზე ყველაზე მოთხოვნად ტუჩსაცხებს. თითოეულმა მათგანმა სახელი გაყიდვების რეკორდული რაოდენობით გაითქვა.

MAC – Ruby Woo
ეს ნომერი MAC-ის არამხოლოდ ყველაზე პოპულარული ტუჩსაცხი, არამედ ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი პროდუქტია. Ruby Woo-მ უკვე დიდი ხანია ბაზარზე საკულტო და ყველაზე სახელგანთქმული ტუჩხსაცხის სტატუსი მოიპოვა. გარდა ფერის იდეალური ტონალობისა და ხავერდოვანი ტექსტურისა, ის საკმაოდ პიგმენტური და მდგრადიც არის.

Dior – 999
დიორის დეკორატიული კოსმეტიკა საკმაოდ მოთხოვნადია, თუმცა, ეს ტუჩსაცხი განსაკუთრებით პოპულარულია. მომსხმარებლების საუკეთესო შეფასებებმა, მყიდველების მზარდა მაჩვენებელმა, ვლოგერი MakeUp არტისტებისა თუ ინფლუენსერების რეკომენდაციებმა ის ე.წ. Must Have პროდუქტად აქცია.

MAC – Velvet Teddy
თუ ე.წ. Nude ან No Makeup მაკიაჟის მოყვარული ხართ, Mac-ის ეს ტუჩსაცხი ერთ-ერთი კარგი არჩევანია.

YSL – Fuchsia (#19)
ეს მკვეთრი, თუმცა, საკმაოდ დახვეწილი ფერია. ტუჩსაცხის ნომერი 1979 წელს შეიქმნა. მას შემდეგ, ფორმულა გაუმჯობესდა და ამ წლების განმავლობაში, ბრენდის ყველაზე გაყიდვად ტუჩსაცხად იქცა.

Chanel – Pirate
Chanel-ის მრავალი ტონალობის წითელი ტუჩსაცხებიდან, ეს ნომერი მომხმარებლების და ვიზაჟისტების ერთ-ერთი საყვარელი პროდუქტია. ის ეფექტურია ფოტოებსა და ვიდეოებში, სწორედ ამიტომ, ხშირად გამოიყენება სხვადასხვა სარეკლამო კამპანიისათვის ლუქის შესაქმნელად.

Tom Ford – Bruised Plum
ონლაინ შოპინგისათვის განკუთვნილი საიტების პოპულარული პროდუქტების ჩამონათვალში, აუცილებლად იპოვით Tom Ford-ის ტუჩსაცხის არაერთ ნომერს. თუმცა, Bruised Plum მათ შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარულია. ეს არის სექსუალური, თამამი და მკვეთრი ფერი, რომლითაც საკუთარი ინდივიდუალიზმის გამოხატვას კარგად შეძლებთ.

NARS – Schiap
NARS-ის ეს ტუჩსაცხი ნახევრად Matte ეფექტით საკმაოდ ეფექტურ ვარდისფერ ტონალობას სთავაზობს მომხმარებელს. ნომერს სახელი ცნობილი იტალიელი დიზაინერის – Elsa Schiaparelli-ის სახელის მიხედვით უწოდეს.
