მინიმალისტური სტილი ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება და აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობით იცნობთ ისეთ ბრენდებს, როგორებიცაა Ganni, Staud ან Cos. თუმცა, ბაზარზე ბევრად მეტი საინტერესო ახალგაზრდა ბრენდია, რომელსაც შეუძლია მინიმალისტურ სტილთან ერთად, მაღალი ხარისხის და ლოიალური ფასების შემოთავაზება. ამასთან, ისინი არ მიეკუთვნებიან სწრაფი მოდის სეგმენტს, რაც მათ უფრო სასურველსაც ხდის.

Totême

2014 წელს ტოტემი ელინ კლინგმა და კარლ ლინდმანმა ნიუ-იორკში დააარსეს, თუმცა ახლა ბრენდი სტოკჰოლმშია დაფუძნებული. ტრენდებს მიღმა მოქმედი ბრენდი ფოკუსირებულია საკუთარ ხედვასა და ხელწერაზე, კლასიკური და მუდმივი ფორმებით, ჭრებითა და ფერთა გამით.

By Malene Birger

“სკანდი” სტილი პოპულარობის პიკზეა და By Malene Birger ამ სტილის განსახიერებაა. რეგიონის ესთეტიკის მიმართ განსხვავებული მიდგომით, ბრენდი სკანდინავიური სტილის ბოჰემასთან სინთეზშია შექმნილი. მინიმალისტური ბაზისური სამოსის გარდა, აქ შეგიძლიათ იპოვოთ ქაშმირის ნაქსოვი ნივთები, ქურთუკები და სამკაულები.

LVIR

სამხრეთ კორეელი დიზაინერების Jiyoung Ahn-სა და WonSub Lee-ს მიერ დაარსებული ბრენდი LVIR დაარსებიდან 3 წელიწადში Browns-ში, Net-a-Porter-ში, Ssense-სა და Saks Fifth Avenue-ში იყიდებოდა. ბრენდის წარმატების მიზეზი მასკულინური კოდების ფემინური სტილში “გადმოთარგმნაა”.

BITE Studios

BITE Studios 2016 წელს მეგობრების მიერ დაარსდა. ბრენდის დნმ-ში გარემოზე ზრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხაზია. მათ მიერ გამოყენებული ნაჭრები ან გადამუშავებულია, ან ორგანულია ან გარემოსთვის ნაკლებად ზიანის მომტანია.

Anna Quan

ბრენდი ავსტრალიაში 2015 წელს ანა ჰონგმა დააარსა. ბრენდის ფილოსოფიაა “less is more” და ის მინიმალისტურ ფერთა გამასა და ჭრებზეა ფოკუსირებული. ბრენდის თქმით ისინი “მომხმარებლებს ჩაცმადი ნაქსოვი ნივთებისა და ხარისხიანი საყოველდღიურო სამოსის დიდ არჩევანს, ანუ ლაქშერი კომფორტს სთავაზობს”.

Paris Georgia

ახალ ზელანდიური ბრენდი დიზაინერებმა პარიზ მიტჩელ ტემპლმა და ჯორჯია ჩერიმ დააარსეს. ქალური ფორმების ამაღლებას მიძღვნილი ბრენდი ცნობილია მინიმალისტური სილუეტების თანამედროვე დიზაინთან სინთეზით.

Tove

კამილ პერისა და ჰოლი რაითის მიერ 2019 წელს დაარსებული ბრენდი Tove ხაზს უსვამს გამოყენებულ მასალებსა და ხელობას, რომელიც სათითაოდ ყველა ნივთზეა გამოყენებული. ამასთან, მათთვის მნიშვნელოვანია დაბალი ფასების შენარჩუნება, ბრენდის ნივთების შეძენა 69$-დანაა შესაძლებელი.