ლეონ დამის გამოსვლა მარჯიელას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენებაზე ინტერნეტის ფავორიტი გახდა. ტვიტერი, ინსტაგრამი, ფეისბუქი – რეაქციები ყველა ცნობილ სოციალურ ქსელში ვრცელდებოდა.
ანონიმური ინფლუენსერების დუეტის, Checking Invoices-ის ერთ-ერთი წევრი ფენდის ჩვენების წინა რიგში. ვიდეო ელვის სისწრაფით მოედო ცნობილ მოდურ ჟურნალებს და არამარტო.
„Google, მაჩვენე ფოტოები ვერსაჩეს ჯუნგლების კაბაზე,“ გაისმა დონატელას ხმა ვერსაჩეს ჩვენების ფინალში და ეკრანზე გამოჩნდა სურათები, რომელსაც გუგლი ყველაზე ხშირად აგდებს, როცა ვერსაჩეს ჯუნგლების კაბას ვეძებთ. რა თქმა უნდა, საუბარია ჯენიფერ ლოპესის ფოტოებზე გრემის დაჯილდოებიდან. „კარგი, Google, ახლა მაჩვენე ჯუნგლების ნამდვილი კაბა!“ და პოდიუმზე ჩნდება 50 წლის ჯენიფერი ვერსაჩეს მწვანე ჯუნგლების კაბით. ეს იყო მომენტი, რომელსაც 9 მილიონზე მეტი ღირებულების მედია გამოხმაურება მოჰყვა.
სანახაობრივი, სახალისო და უცნაური მომენტი შექმნა იზი მიაკიმ, რომლის 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის შოუ თათია ახალაიამ გახსნა. ფრაგმენტს ჩვენებიდან მხოლოდ ვოგის საიტზე 3 მილიონზე მეტი ნახვა აქვს.
ანონიმურ ბლოგერს ჰგავდა ქარდი ბი,რომელიც პარიზის მოდის კვირეულზე რიჩარდ ქუინის უჩვეულო ლუქით გამოჩნდა და ინტერნეტს ახალი გასართობი მისცა.
დემნა გვასალია მიმების კულტურას საკვებს არასდროს აკლებს. გამონაკლისი არ იყო ბალენსიაგას 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის ჩვენება, რომელზე წარმოდგენილი ფინალური ლუქები სწრაფად მოედო პოპულარულ გვერდებს და შედეგად ვოგზე ბალენსიაგა სეზონის 10 ყველაზე ნახვად კოლექციაში მოხვდა.
გვერდს ვერ ავუვლით შანელის ჩვენებაზე მომხდარ ინციდენტს, რომელზეც ფრანგულმა მოდის სახლმა ოფიციალურად გააკეთა განცხადება, რომ დადგმული არ იყო და უხერხული მომენტის თავიდან აცილებას ისურვებდნენ. იუმორისტი ქალბატონი შანელის პოდიუმის ფინალში პოდიუმზე აიჭრა, რასაც ჯიჯი ჰადიდის სახალისო რეაქცია მოჰყვა. ტოპ მოდელმა ჩვენებაზე დაცვის როლიც შეითავსა. ვიდეოს ძალიან ბევრი სახალისო გამოხმაურება მოჰყვა.