Big 4/Originals- დიდებული ოთხეული,ასე მოიხსენიებენ სუპერმოდელების პირველი თაობიდან 4 ყველაზე დიდ მოდელს: ლინდა ევანჯელისტას, ნაომი ქემბელს, სინდი კროუფორდს და კრისტი ტორლინგტონს. მიუხედავად იმისა, რომ პირველად ტერმინი სუპერმოდელი 1891 წელს გამოიყენეს, მასიურად გაჟღერება 1988 წლიდან დაიწყო, როდესაც მოდელები გახდნენ საერთაშორისოდ აღიარებულები. ისინი პირველები იყვნენ, ვინც მოდის საზღვრები გაარღვიეს და ვარსკვლავები გახდნენ, როგორც მსახიობები, მომღერლები. ამიტომ უწოდებენ მათ ორიგინალებს. დიდებულ ოთხეულთან ერთად ორიგინალები არიან: კლაუდია შიფერი, ჰელენა კრისტენსენი, სტეფანი სეიმური, ტატიანა პატიცი, ნადია აუერმანი, იასმინ გაური.

ლინდა, სინდი, ნაომი და კრისტი

Heroin chic – ხშირად გამოიყენება, როგორც ახალი ერის დასაწყისი სამოდელო ინდუსტრიაში, როდესაც ქეით მოსი გამოჩნდა და მოდაში სილამაზის ახალი სტანდარტები დანერგა. შუა 90-იანებიდან პოდიუმზე გამოჩნდნენ ძალიან გამხდარი, მოკლე თმიანი, გრანჟ შესახედაობის გოგონები ტატუებით და პირსინგებით.

ქეით მოსი

Bombshells – ვიქტორია სეკრეტის ანგელოზების და ბრაზილიელი მოდელების დიდების დასაწყისი. ტერმინი აქტიურად დამკვიდრდა 2000-იანებიდან, როდესაც ვოგმა ჟიზელ ბუნდჩენს უწოდა ბრაზილიელი ბომბშელი. ბომბშელად აღწერდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მქონე სექსუალურ, თავისუფალ, უკომპლექსო გოგონას, რომელიც ცხელ ამინდთან, სანაპიროებთან და სრულყოფილ სხეულთან ასოცირდება. ბომბშელების პირველი თაობა არიან: ჟიზელი, ადრიანა ლიმა, ალესანდრა ამბროსიო, ისაბელი ფონტანა.

ალესანდრა, ადრიანა და ჟიზელი

Runway Icons-2000-იანებში გამოჩენილი მაღალი მოდის ტოპ მოდელები, რომლებიც ყველასთვის ცნობილები არ არიან, თუმცა სამოდელო ბიზნესის ყველაზე პრესტიჟულ წრეს მიეკუთვნებიან. ისინი ძლიერი სიარულის მანერით გამოირჩევიან და აქვთ მკაცრი გამომეტყველება. ამ გოგონებში შედიან: რაკელ ციმერმანი, ანია რუბიკი, მარიაკარლა ბოსკონო, ნატაშა პოლი, კარმენ კასი, დარია ვერბოვი.

მარიაკარლა, კარენი, ნატაშა

Doll Faces –სლავების დომინაციის დასაწყისი. 2004 წლიდან ძალიან პოპულარულები გახდნენ რუსები, პოლონელები, უკრაინელები, ჩეხები, სლოვაკები. ნატალია ვოდიანოვას წარმატებამ სლავი გოგონების მიმართ მოთხოვნა გაზარდა. ქერა თმა, ძალიან თეთრი კანი და ღია ფერის თვალები გახდა მთავარი სტანდარტი. ბარბების პირველ თაობაში მოხვდნენ: დოუცენ კრუსი, საშა პივოვაროვა, ლილი დონალდსონი, ჯემა უარდი,ჯესიკა სტემი.

ნატალია, დოუცენი, ლილი, საშა, ჯესიკა, ჯემა

Insta Girls – სოციალური ქსელების მნიშვნელობის გაზრდა სამოდელო ბიზნესში. 2010 წლიდან მოდელებმა აქტიურად დაიწყეს სოციალური ქსელების გამოყენება. ბევრმა მოდელმა სოციალური ქსელის დახმარებით კარიერა ახალ საფეხურზე აიყვანა. ამ გოგონებს კომუნიკაციის კარგი უნარი აქვთ და იციან როგორ მართონ გამომწერები. ინსტაგრამის გოგონების პირველ თაობაში შედიან: კარლი კლოსი, კარა დელევინი, ჯორდან დანი, ჯოან სმოლსი.

ჯოანი, კარა, კარლი

Rich Kids- პოპულარული და მდიდარი ოჯახების შვილების სამოდელო ბიზნესში აქტიურად ჩართვა, 2015 წლიდან, როდესაც ჯიჯი ჰადიდმა და კენდალ ჯენერმა მსოფლიოს წამყვან სამოდელო სააგენტოებთან გააფორმეს კონტრაქტები. ამ ერის გამოძახილია სინდი კროუფორდის ქალიშვილი, კაია გერბერიც, რომელიც შარშან წლის საერთაშორისო ტოპ მოდელად დასახელდა.

კაია გერბერი (WWD)