WWD-სა და W-ს პარიზის განყოფილების ყოფილი უფროსი უილიამ მიდლტონი, შეუერთდა მოლაპარაკებას გამომცემლობა ჰარპერკოლინსთან, რომ დაიწეროს კარლ ლაგერფელდის “არასტანდარტული ბიოგრაფია”, თუ როგორ აქცია კარლმა საკუთარი თავი კულტურულ აიქონად.

კარლი 1987 წელს

მიდლტონი კარლს 1995 წელს შეხვდა და მაასთან ერთად პარიზში მუშაობის დროს ნელ-ნელა დამეგობრდნენ. მისი თქმით, კარლს წიგნის შესახებ დაახლოებით ერთი წლის წინ უთხრა, თუმცა კარლმა უარი თქვა საკუთარ წარსულში ღრმად შესვლაზე. “არ მგონია, რომ ყველაზე საინტერესო ნაწილი კარლის ისტორიაა. არის მისი წარსულის რაღაც ელემენტები, რომელიც საინტერესოა, თუმცა მომაჯადოებელი ისაა, თუ რად აქცია კარლმა საკუთარი თავი. ჩვეულებრივი ბიოგრაფიის დაწერა არ მინდოდა”.

19 თებერვალს კარლის გარდაცვალების შემდეგ მიდლტონი ჰარპერკოლინსის ვიცე პრეზიდენტს დაუკავშირდა და 7 მარტს უკვე კონტრაქტი გააფორმეს.

“ეს იქნება ეპიზოდური წიგნი. წიგნი, რომელიც მისი ცხოვრების ყველაზე ამაღელვებელ მომენტებს მოიცავს – ყურადღებას გაამახვილებს კარლის ცხოვრების ყველაზე საინტერესო მომენტებსა და მის ირგვლივ არსებულ სამყაროზე და მის მკვეთრ ჩართულობაზე პოპულარულ კულტურაში. არავინ იყო მასზე მეტად დაკავშირებული ხელოვნების, კინოს, არქიტექურის, დიზაინისა და კულტურის სხვა ნაწილებთან და, ვფიქრობ, ეს საკითხი უნდა გამოიკვეთოს”.

1991 წლის Chanel Couture Fall-ის ფინალი

წიგნის გამოსვლა 2021 წელს იგეგმება, დაახლოებით 250-300 გვერდიანი იქნება და მასში შევა კარლის ფოტოებიც. მიუხედავად იმისა, რომ Chanel-თან მოლაპარაკებები ჯერ არ დაწყებულა, მიდლტონს იმედი აქვს, რომ ბრენდი, რომელსაც კარლი 34 წლის მანძლზე ედგა სათავაეში ითანამშრომლებს მასთან, თუმცა უარის შემთხვევაშიც, წიგნი მაინც გამოვა.

მიდლტონის თქმით ის ფრივიუებს აკეთებდა კარლის კოლექციებისთვის ყველა სეზონზე და მრავალი ისტორია შექმენს ერთად W-სთვის. “კარლზე შეყვარებული ვარ და მის მიმართ უზარმაზარი პატივისცემა მაქვს.”

“კარლის იმიჯი შეიძლება ძალიან მკაცრია, სათვალე, ფანები, ‘bitchy’ ბონ მოტი*. მასთან ერთად რაღაც დროის გატარების შემდეგ, ვუთხარი, რომ იშვიათია ნახო ადმიანი, რომლის საჯარო იმიჯი ასეთი მკაცრია, თუმცა რეალურად გაცილებით თბილია, მან კი მიპასუხა, ‘უმჯობესია ასე იყოს, ვიდრე პირიქით, არა ?'”

*ბონ მოტი – ერთ ხაზიანი ხუმრობა.