ამბობენ ყველაფერს თავისი დრო აქვს და დგება მომენტი, როდესაც „საკმარისად ახალგაზრდა“ აღარ ხარ, რომ მიიღო საოცნებო როლი პოპულარულ სატელევიზიო შოუში, მოიგო ყველაზე პრესტიჟული ჯილდო, ან გააფორმო კონტრაქტი სილამაზის გიგანტ კომპანიასთან. ვაიოლა დავისის გასული 10 წელი ამსხვრევს ამ წარმოდგენას. 54 წლის ასაკში ამერიკელი მსახიობი ლორეალის ახალი საერთაშორისო სახეა.
სიახლე წინ ერთვის ჰიტ სერიალის, How To Get Away With Murder-ის (როგორ ავიცილოთ სასჯელი მკვლელობის შემთხვევაში) ფინალური სეზონის გამოსვლას, რომელშიც ვაიოლა მთავარი როლის შემსრულებელია.
პირველი სარეკლამო ფოტოები და ვიდეო ლორეალის უახლესი კამპანიიდან, რომლის სახეც გახლავთ მსახიობი.
„54 წლის ასაკში ვგრძნობ, რომ ხელახლა დავიბადე. 54 წლამდე არც ვიცოდი, რომ მქონდა იმ ყველაფერის უარყოფის ძალა, რასაც გარემო მკარნახობდა. მე ვიბრძოლე და გადავურჩი ძალიან დრამატულ ბავშვობას. ახლა მყავს ქალიშვილი, რომელსაც ვასწავლი თავის ფასს, ქმარი, რომელსაც ვიცი, რომ ვუყვარვარ, ყველაფერი ასაკთან ერთად უკეთესი ხდება.“ – ვაიოლა დავისი.
აგვისტოში ცნობილი გახდა,რომ დავისი ახალ სატელევიზიო შოუში მიშელ ობამას როლს შეასრულებს.