ლილი ოლდრიჯი – 2010 წლიდან დღემდე ვიქტორია სეკრეტის ანგელოზი. ლილი ცნობილი ბრიტანელი ხელოვანის, გრაფიკოსის, ოლუსტრატორის ალან ოლდრიჯის შვილია. ალანს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი თანამშრომლობა ლეგენდარულ The Beatles-თან ჰქონდა. ლილის ძმა, მაილს ოლდრიჯი არის იტალიური ვოგის ფოტოგრაფი. მაილსის ყოფილი ცოლი, კრისტენ მაკმენამი ტოპ მოდელია. ლილის და რუბი ოლდრიჯი ვალენტინოს სახე იყო, ხოლო ქმარი Kings of Leon-ის მუსიკოსია.

სტელა ტენანტი – შანელის, ბალენსიაგას, ვერსაჩეს და სხვა არაერთი დიდი ბრენდის სახე, ვოგის ქავერ მოდელი, ბრიტანული მოდის ერთ-ერთი საკულტო ფიგურა, რომლის კარიერა უკვე 20 წელს ითვლის. სტელა დედის მხრიდან დევონშირის ჰერცოგის შვილიშვილია, ხოლო მამის მხრიდან ნობელის პრემიის ლაურიანტის შვილიშვილი.

ჯორჯია მეი ჯაგერი – შანელის, მიუ მიუს, ვივიენ ვესტვუდის, რიმელის, მუგლერის და სხვა ცნობილი ბრენდების მოდელი, 2009 წლის საერთაშორისო ტოპ მოდელი. ჯორჯია ლეგენდარული მიკ ჯაგერის და ჯერი ჰოლის ქალიშვილია.

კარა დელევინი – კარა ქონდე ნასტის (ვოგის გამომცემელი) ხელმძღვანელის ნათლულია. მამა უძრავი ქონების აგენტი ჰყავს, დედა დაკავშირებულია ინგლისის სამეფო ოჯახთან. კარა დაიბადა და გაიზარდა ბელგრავიაში, ლონდონის ყველაზე ძვირადღირებულ და მდიდრულ დასახლებაში.

იდი ქამბელი – ახალი თაობის ერთ-ერთი წარმატებული მოდელი ვოგისთვის. იდის დამშვენებული აქვს ვოგის ოთხივე გავლენიანი გამოცემა და შედის იმ ორმოცამდე ქალში, რომელმაც ეს შეძლო. იდის დედა ვოგის ყოფილი რედაქტორი სოფი ჰიქსია.