მოდა ცვალებადია – ტრენდები ჩნდება, შემდეგ ყველას ავიწყდება, მივიწყებული ტრენდები კი მოულოდნელად ისევ ბრუნდება. თუმცა, გაგვიჭირდება ტანისამოსის ან აქსესუარის ისეთი მოდელის გახსენება, რომელიც მუდმივად აქტუალურია. სწორედ უკვდავ ტრენდს მიეკუთვნება ლეგენდარული Dr. Martens. თავდაპირველად, ის არ იყო ასოცირებული რომელიმე სუბკულტურასთან. თუმცა, უკანასკნელი 5 დეკადის განმავლობაში, Dr. Martens სხვადასხვა მუსიკალური ჟანრის, თუ მოძრაობის სიმბოლოდ იქცა. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს საკულტო Dr. Martens-ის შესახებ.

1. ფეხსაცმლის ცნობილი მოდელი პირველად 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს, 25 წლის გერმანელმა სამხედრო ექიმმა – კლაუს მერტენსმა (Klaus Maertens) შექმნა.

2. ეს ფეხსაცმელი, თავდაპირველად, მშრომელი კლასისათვის იყო განკუთვნილი. სწორედ ამ იდეურმა ხედვამ განაპირობა ის, რომ Dr. Martens მოგვიანებით, სკინჰედების ვიზუალის განუყოფელ ნაწილად იქცა.

3. Dr. Martens-ის პოპულარობა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული მუსიკალურ ჯგუფთან – The Who, განსაკუთრებით კი, ბენდის ფრონტმენთან. პიტ ტაუნზენდი იყო პირველი ცნობილი მუსიკოსი, რომელიც 60-იან წლებში, ფეხსაცმლის ამ საკულტო მოდელით სცენაზე გამოდიოდა.

4. Dr. Martens ანიმაციური სერიალის გმირებმაც კი მოირგეს. Daria გვიანი 90-იანი წლების და ადრეული 2000-იანების ერთ-ერთი წარმატებული სერიული ანიმაციაა, რომელიც MTV-ზე გადიოდა. სერიალის მთავარი გმირები – Jane და Daria სწორედ ამ საკულტო მოდელს ატარებდნენ.

5. როგორც აღმოჩნდა, Dr. Martens ლოცვის დროსაც ისეთივე კომფორტულია, როგორც როკ კონცერტის მიმდინარეობისას სცენაზე. Dr. Martens-ს ატარებდა კათოლიკური ეკლესიის უმაღლესი წოდების პირი. რომის პაპმა იოანე პავლე II-მ თავისთვის საგანგებოდ დაამზადებინა ფეხსაცმლის ექსკლუზიური თეთრი მოდელი.

.