Phubber ახალი პროექტის 4UA-ს ფარგლებში უკრაინელ დიზაინერებსა და ბრენდებს დაუჭერს მხარს – კომპანიის ინიციატივით, ისინი ერთ სივრცეში გაერთიანდებიან. საწყის ეტაპზე, მათი რეალიზაცია საქართველოს ტერიტორიაზე განხორციელდება, თუმცა სამომავლოდ იგეგმება – საერთაშორისო ბაზარზე განთავსებაც.
Phubber-ის მობილურ აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია უკრაინული ბრენდების და დიზაინერების კოლექციების შეძენა განახევრებული საკომისიოთი, ხოლო უკრაინიდან ნივთების უფასო ჩამოტანას VISA უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, Phubber-ი 2021 წლის ბოლოს მეორე ქვეყანაში, სწორედ უკრაინაში გაეშვა სტარტაპის სახით. პროექტმა საკმაოდ წარმატებულად დაიწყო ოპერირება, 5000-მდე ორგანულად დარეგსიტრირებული მომხმარებლით გეგმავდა აქტიური კომუნიკაციის დაწყებას მარტში, თუმცა ომმა ყველაფერი შეცვალა.
გარდა ამისა, Phubber-მა წამოიწყო ინიციატივა „იყიდე უკრაინელისთვის“, რომლის ფარგლებში უკრაინაში მცხოვრები ადამიანები თავად შექმნიან ე.წ. need list-ს, რომელშიც ისინი დაასახელებენ მათთვის საჭირო ნივთებს, ხოლო ჩვენ შეგვიძლია მათთვის ეს ნივთები შევიძინოთ, ვაჩუქოთ ან უბრალოდ ფინანსური დახმარება გავუწიოთ.
Phubber-ის მიზანია უკრაინელი ხალხის დახმარება გახდეს ყოველდღიურობის ნაწილი, ხოლო უკრაინული მოდა და კულტურა გახდეს ხელმისაწვდომი როგორც საქართველოში, ისე საერთაშორისოდ და წაახალისოს მომხმარებლები – შეიძინონ უკრაინული.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ Phubber უკრაინის ტერიტორიაზეც გაფართოვდა და აპლიკაციაში უკრაინელი სელერებისგან ნივთების შეძენა ახლაც შეგიძლიათ. აპლიკაციის ახალი ვერსია, რომელშიც წარმოდგენილია 4UA პროექტი უკვე ხელმისაწვდომია როგორც App Store-ში, ისე Google Play-ში.