პირველ ოქტომბერს მოდის 4 დედაქალაქში 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონი დაიხურა. ნიუ-იორკში, მილანში, ლონდონში და პარიზში გამართულ ჩვენებებში ასობით მოდელმა მიიღო მონაწილეობა. ყოველი 1 თვიანი მოდური მარათონის შემდეგ ქვეყნდება სტატისტიკა, რომელიც გვაჩვენებს, თუ რომელმა მოდელებმა იმუშავეს ყველაზე კარგად ოთხივე ქალაქში.

ამერიკელი Rebecca Leigh Longendyke 2020 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის ჩემპიონია. რებეკამ ჯამში 40 ჩვენებაზე გაიარა, მათ შორის: შანელი, მიუ მიუ, ჟივანში, ვალენტინო, ლუევე, პაკო რაბანი, მაიკლ კორსი, პროენზა სქულერი და ა.შ. პოდიუმზე რებეკას დებიუტი 2018 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე შედგა, როდესაც რაფ სიმონსმა კელვინ კლაინისთვის აიყვანა. მას შემდეგ ამერიკელის კარიერა ბრწყინვალედ განვითარდა. სიმაღლე: 1.76. პარამეტრები: 81-62-89. თმისფერი: ქერა. თვალის ფერი: ცისფერი. დამახასიათებელი ნიშა: ჭორფლები.


რუსი Sofia Steinberg სეზონის ყველაზე დასამახსოვრებელი ახალბედაა. მისი დებიუტი რამდენიმე თვის წინ პრადას ჩვენებაზე შედგა. თავის მეორე მოდის კვირეულზე სოფიამ 37 ჩვენებაზე გაიარა, მათ შორის: დიორი, ვერსაჩე, ტომ ფორდი, დრის ვან ნოტენი, ლუი ვიტონი, შანელი და ა.შ. სიმაღლე: 1.78. პარამეტრები: 76 – 59 – 89. თმის ფერი: შავი. თვალის ფერი: მწვანე. დამახასიათებელი ნიშა: თავდაწეული სიარულის მანერა და გოთური გამომეტყველება.

Credit: Adam Katz Sinding


Adut Akech სეზონის ყველაზე წარმატებული შავკანიანი მოდელია. სუდანელმა ჯამში 33 ჩვენებაზე გაიარა, მათ შორის თითქმის ყველა ტოპ შოუ: ტომ ფორდი, სან ლორანი, პრადა, რალფ ლორენი, ჟივანში, ვალენტინო. სიმაღლე: 1.75. პარამეტრები: 76 – 59 – 84. თმის და თვალის ფერი: შავი. დამახასიათებელი ნიშა: მოკლე ვარცხნილობა და კბილები.


სამხრეთ კორეელი Sora Choi სეზონის ყველაზე წარმატებული აზიელი ტოპ მოდელია. სორამ ადუთის მსგავსად 33 შოუში მიიღო მონაწილეობა, საიდანაც ერთი დახურა. ბარბერის სახე უკვე რამდენიმე წელია მოდის ინდუსტრიაში წარმატებით მოღვაწეობს. სიმაღლე: 1.79. პარამეტრები: 77-58.5-87. თმის და თვალის ფერი: შავი.

Credit: Adam Katz Sinding


Kaia Gerber და Bella Hadid სეზონის ყველაზე წარმატებული სელებრითი მოდელები არიან. სინდი კროუფორდის 18 წლის ქალიშვილი 22 ჩვენებაზე გამოვიდა. ბელა ჰადიდი კაიას მხოლოდ 1 შოუთი ჩამორჩა და 2020 წლის გაზაფხული/ზაფხული 21 შოუთი დაასრულა.


სეზონის ყველაზე საინტერესო ექსკლუზივი ბრაზილიელი Barbara Valente გახდა, რომელმაც გასულ 1 თვეში მხოლოდ 1 ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ბარბარამ მილანში ბოტეგა ვენეტას შოუ ექსკლუზიურად გახსნა. სიმაღლე: 1.77. პარამეტრები: 76-61-89. თმის და თვალის ფერი: შავი. დამახასიათებელი ნიშა: ხვეული თმა და ტუჩები.