დაიან ფონ ფურშტენბერგმა გასულ სამშაბათს CFDA-ის თავჯმდომარის ამპლუაში ბოლო შეხვედრა ჩაატარა. ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ დაიანს ტომ ფორდი შეცვლიდა, რომელიც თავის პოზიციას 1 ივნისიდან დაიკავებს. ფურშტენბერგი 13 წლის განმავლობაში ითვლებოდა ამერიკის მოდის ნათლიად (ის 9 წელი CFDA-ის პრეზიდენტი იყო, ხოლო 4 წელი თავჯდომარე). CFDA იგივე “The Council of Fashion Designers of America” ამერიკული მოდის საბჭოა. სწორედ CFDA წყვეტს ამერიკის მოდის კალენდარს და ატარებს ყოველწლიურ დაჯილდოვებას, რომელიც “მოდის ოსკარად” მოიხსენიება.
13 წელში დაიანმა მოახერხა გაეორმაგებინა CFDA-ის წევრები, დააარსა ფონდი, შეუერთდა ყალბი პროდუქტების საწინააღმდეგო კამპანიას, მხარი დაუჭირა ასაკის შეზღუდვას მოდელებში. ვოგმა ახალი ინტერვიუ გაავრცელა, სადაც დაიანი CFDA-ში ყოფნის პერიოდს განიხილავს. ასევე საუბრობს ტომ ფორდსა და ნიუ-იორკის მოდის კვირეულის მომავალზე.
დაიანი CFDA-ის თავმჯდომარედ 2006 წელს დასახელდა, მაშინ ინიციალების CFDA-ს მნიშვნელობა თითქმის არავინ იცოდა. ფურშტენბერგმა მოახერხა საბჭოსთვის პოპულარობა მოეტანა. კითხვაზე, თუ რას ფიქრობს ტომით ჩანაცვლებაზე უპასუხა:
“2 წელია ჩემს შემცვლელს ვეძებ, მინდოდა სასიამოვნოდ დასრულებულიყო, მოდერნიზება მსურდა. ტომი სწორი არჩევანი იყო. მასზე დიდი ხნის განმავლობაში მქონდა გავლენა. მიხარია, რომ ის არის. ის ვარსკვლავია, ასევე ძალიან საერთაშორისოა. უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე მე ვიყავი, უფრო დისციპლინირებული. სრულყოფილი ცვლილებაა”

ინტერვიუში დაიანმა ნიუ-იორკის მოდის გამოწვევებზეც ისაუბრა:
“ყველაფერი დაუყოვნებლივ ხდება. მოგვწონს ჩვენ თუ არა, ასეა. ადრე, თუ ვოგში მუშაობდი 6 თვით წინ უსწრებდი მოვლენებს, წინასწარ მუშაობდი. ახლა კი გიწევს ამ საღამოსვე მოაგვარო. ყველაფერი უშუალოდ მომხარებლებთან კავშირზეა. ყველანი პატარა მედია ბრენდები არიან… რატომ უნდა აჩვენო 6 თვით ადრე? ყველა ვერტიკალურად ფიქრობს, რა შემიძლია გავგაზვნო ახლა?”
თვლის თუ არა, რომ ნიუ-იორკის მოდის კვირეული თანამედროვე მოდაში მომხდარ ცვლილებებს ვერ აჰყვა, დაიანმა უპასუხა, რომ მართლა ასე თვლის, მაგრამ დარწმუნებულია, რომ მოდის კვირეული ამას მოახერხებს.
რას ურჩევდა ტომ ფორდს? კითხვაზე დაიანმა შემდეგი პასუხი გასცა:
“ტომს რჩევა არ სჭირდება. სისულელე იქნება მისთვის რჩევის მიცემა. კარგია, როდესაც ახლა იწყებ და შენებურად აკეთებ. ის ძალიან სერიოზულია ყველაფერში, რასაც აკეთებს და ცოტათი საშიშიც, რაც კარგია. ძალიან სასიამოვნო ადამიანია, ცნობილი და გამოცდილია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ სწორედ ის შემცვლის”

Photographed by Bob Stone, Vogue, February 1974