ყოველი წლის მაისის პირველ ორშაბათს, მოდის სამყაროს ყველაზე სანახაობრივი მოვლენა – Met Gala იმართება. 2024 წლის Met Gala-ს დრესკოდია – The Garden of Time. მისი ინსპირაცია ბრიტანელი მწერლის, ჯეიმს ბალადის ამავე სახელწოდების მოთხრობაა. დრესკოდის კონცეფცია შესაძლოა ბევრნაირად განიმარტოს, თუმცა შინაარსიდან გამომდინარე, Met Gala-ს ხალიჩაზე სავარაუდოდ ყვავილების და ბუნების პეიზაჟებით შთაგონებულ კოსტიუმებს ვიხილავთ.
ახლახან მეტროპოლიტენის კოსტიუმების ინსტიტუტმა Met Gala-ს თანაორგანიზატორთა ვინაობაც გაამხილა. წლევანდელ ღონისძიებაზე ამ სტატუსით წარდგებიან: ზენდეია, ჯენიფერ ლოპესი, კრის ჰემსვორთი, Bad Bunny და შეუცვლელი ორგანიზატორი – ანა ვინტური.
Met Gala-ს ღონისძიებით, მეტროპოლიტენის მუზეუმის სპეციალური განყოფილების, კოსტიუმების ინსტიტუტის ყოველწლიური გამოფენა იხსნება. წლევანდელი თემაა – “მძინარე მზეთუნახავები: მოდის გამოღვიძება”. გამოფენაზე კოსტიუმების ინსტიტუტის მუდმივი კოლექციიდან დაახლოებით 250 ნივთი გამოიფინება. როგორც 2023 წლის ნოემბერში გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში იყო აღნიშნული – “ექსპოზიციისათვის განკუთვნილი ზოგიერთი ნივთი ძალიან იშვიათია და საზოგადოებას არც უნახავს – ისინი სრულიად ახალი გზით გამოიფინება.“
Met Gala 2024 მაისის 6 რიცხვში გაიმართება, გამოფენა კი 2 სექტემბერს გაიხსნება.