წლევანდელი Met Gala საკმაოდ ნოსტალგიური აღმოჩნდა (თუ ვიმსჯელებთ არქივული ნამუშევრების რაოდენობით), თუმცა ჯონ გალიანოს ახალი ერა, ძველთან შედარებით არანაკლებ პოპულარულია. მიუხედავად მოდის ინდუსტრიის ნოსტალგიურობისა, შესაძლოა ითქვას, რომ ხელოვნური ინტელექტის ერაში მოდამ და სილამაზემ ახალ ჰორიზონტების აღმოჩენა დაიწყო. ერთ-ერთი ნათელი მაგალითი Maison Margiela Artisanal Collection 2024-ია, რომელიც ჯონ გალიანომ იანვარში წარადგინა და ის ინტერნეტს ვირუსულად მოედო, ჩვენებაზე საუბრობდა ყველა, ჯენ-ზი TikTok-ერებიდან მოდის ინდუსტრიის ვეტერან მოყვარულებამდე. განსაკუთრებული ყურადღება პეტ მაკგრათის ავტორობით შექმნილმა მაკიაჟმა მიიქცია, – მან მოდელები 1920-იანი წლებისა და ვიქტორიანული ერის ნაზავ ფაიფურის თოჯინებს დაამსგავსა.
Met Gala-ს ეზოთერიკული, დისტოპიური თემატიკის გათვალისწინებით, მოსალოდნელი იყო აღნიშნული ჩვენებიდან არა მხოლოდ ლუქის, არამედ მაკიაჟის ნახვაც. რა თქმა უნდა, ზენდეიამ და გვენდოლინ ქრისტიმ ფანებს იმედები არ გაუცრუეს და საღამოს ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტები შექმნეს. ამ ორი ვარსკვლავის გარდა წითელ ხალიჩაზე კიდევ რამდენიმე გამორჩეული ბიუთი მომენტი ვიხილეთ.