ბრიტანეთის მოდის საბჭომ 2022 წლის The Fashion Awards-ის ნომინანტების ვინაობა დაასახელა. მათ შორის ვხვდებით ქართველ დიზაინერ დემნას, რომელიც წლის საუკეთესო დიზაინერის კატეგორიაში მიუჩია პრადასთან, პიერპაოლო პიჩოლისთან და სხვა დიზაინერებთან ერთად არის წარდგენილი.
ღონისძიებაზე ასევე გამოვლინდება “ცვლილების 15 ლიდერი” – დიზაინერები, ბრენდები, შემოქმედები და ინდივიდები, რომლებმაც გასული წლის განმავლობაში გარემოს, ადამიანებისა და კრეატიულობის კატეგორიების ქვეშ მოდის ინდუსტრიაზე პოზიტიური ცვლილება მოახდინეს. საღამოზევე გახდება ცნობილი თუ ვის გადაეცემა იზაბელა ბლოუს სახელობის ჯილდო. საპატიო Special Recognition Award-ს კი თავისი საქმიანობის ფარგლებში კულტურაზე მოხდენილი გავლენისთვის Dazed Group-ის თანადამფუძნებელი ჯეფერსონ ჰეკი მიიღებს.
დაჯილდოების ყოველწლიური ცერემონია 5 დეკემბერს ლონდონში გაიმართება.
ნომინანტების სრული სია
კატეგორია: წლის დიზაინერი
დემნა Balenciaga-სთვის
ჯონათან ანდერსონი Loewe-სა და JW Anderson-ისთვის
მეთიუ ბლაზი Bottega Veneta-სთვის
მიუჩია პრადა
პიერპაოლო პიჩოლი Valentino-სთვის
კატეგორია: წლის მოდელი
ადუთ აკეჩი
ბელა ჰადიდი
ლაილა მოსი
პალომა ელსესერი
ქუანა ჩეისინგჰორსი
კატეგორია: დამოუკიდებელი ბრიტანული ბრენდი
Bianca Saunders
Erdem
JW Anderson
Molly Goddard
Wales Bonner
კატეგორია: ბრიტანული მოდის საბჭოს ფონდის ჯილდო
Ahluwalia
Chopova Lowena
Nensi Dojaka
S.S.Daley
Wales Bonner