“ემილი ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მსახიობია. მის მიმართ უდიდესი პატივისცემა გამაჩნია, ბედნიერი ვარ, რომ 2021 წლის CFDA Awards-ის დაჯილდოების წამყვანი სწორედ ის იქნება,” – ვკითხულობთ CFDA-ის თავმჯდომარის, ტომ ფორდის ახალ განცხადებაში.

Gisele Bündchen & Emily Blunt – The Devil Wears Prada

CFDA (ამერიკელ დიზაინერთა საბჭო) ყოველწლიურ დაჯილდოებას, ტრადიციულად, ივნისის თვეში მართავს, თუმცა კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, კალენდარში ცვლილების შეტანა აუცილებელი გახდა.

2021 წლის CFDA Awards 10 ნოემბერს გაიმართება.

ცნობილია, რომ 2021 წლის დაჯილდოების ნომინანტებსა და საპატიო ჯილდოების მფლობელებს შორის იქნებიან: მიუჩია პრადა, რაფ სიმონსი, დემნა გვასალია, პიერპაოლო პიჩოლი, დანიელ ლი, ზენდეია, ანია ტეილორ-ჯოი და ნინა გარსია.