გასულ 12 თვეში, სამოდელო ბიზნესის წამყვანმა სახეებმა მნიშვნელოვან პროფესიული სიმაღლეებს მიაღწიეს. თვალი გადავავლოთ მათ შორის გამორჩეულებს.


Adut Akech

სამხრეთ სუდანელი ტოპ მოდელის ბრწყინვალე კარიერას წელს  Estée Lauder-ის მილიონ დოლარად შეფასებული კონტრაქტი დაემატა. ადუთ აკეჩი სილამაზის ინდუსტრიის წამყვანი კომპანიის გლობალურ ელჩად დასახელდა.

Adut Akech


Precious Lee

მას შემდეგ, რაც ამერიკელმა მოდელმა Versace-ს ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა, მისი კარიერა გასაოცარი სისწრაფით განვითარდა. 2021 წელს, ფრეშეს ლი Vogue-ის ბრიტანული და ამერიკული გამოცემების გარეკანზე დაიბეჭდა.

Precious Lee

Rianne Van Rompaey

Chanel, Versace, Fendi, Burberry, Isabel Marant, Louis Vuitton, Zara – შანელიდან ზარამდე, ჰოლანდიელი მოდელი ყველა კომპანიისთვის სასურველ სახედ იქცა.

Rianne Van Rompaey

Anok Yai

ვერსაჩეს და ტომ ფორდის საყვარელი სახის, ანოკ იაის კარიერა საბოლოოდ მივიდა იმ მომენტამდე, რომელზეც ყველა ტოპ მოდელი ოცნებობს – ამერიკული Vogue-ის სექტემბრის ნომრის გარეკანი.

Anok Yai

Bella Hadid

თანამედროვე მოდის საყვარელი “It გოგო” კვლავაც განაგრძობს სამოდელო ბიზნესის დომინირებას. ამერიკელი ტოპ მოდელი, Schiaparelli-ის „ოტ-კუტიურ“ კოსტიუმში, 2021 წლის კანის კინოფესტივალის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ მომენტად იქცა.

Bella Hadid

Kaia Gerber

2021 წელს ტოპ მოდელი American Horror Story-ის მეათე სეზონის სამსახიობო შემადგენლობას შეუერთდა. გავრცელებულ სიახლეს მოდის პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყა. შედეგად, კაიამ ორჯერ დაამშვენა ამერიკული Vogue, ხოლო ერთხელ – Elle.

Kaia Gerber

Mika Schneider

სამოდელო ბიზნესის ახალი და ყველაზე საინტერესო სახე”, ამ სიტყვებით მოიხსენიებდნენ წელს მიკა შნეიდერს. იაპონელი-ფრანგი მოდელი Dior-ის, Chanel-ის, Givenchy-ის, Louis Vuitton-ის, YSL-ის პოდიუმზე და სარეკლამო კამპანიებში მოხვდა.

Mika Schneider

Jill Kortleve

შანელის პირველი +ზომის მოდელის კარიერა წარმატებით განვითარდა. 2021 წელს, ჯილმა Chanel-ის თითქმის ყველა პროექტში მიიღო მონაწილეობა, რამაც ის სხვა კომპანიებისთვისაც სასურველ სახედ აქცია.

Jill Kortleve

Gigi Hadid

მშობიარობის შემდეგ, ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სუპერმოდელი პოდიუმს მოსალოდნელი ხმაურით დაუბრუნდა. 2021 წლის სექტემბერში, მოდის კვირეულების ახალ სეზონზე, ჯიჯიმ გახსნა 4, ხოლო დახურა 5 შოუ.

Gigi Hadid

Imaan Hammam

ჰოლანდიელი მოდელი Vogue Paris-ის 2021 წლის ივნისი/ივლისის ნომრის გარეკანზე დაიბეჭდა. გარდა იმისა, რომ ივნისი/ივლისი ვოგის ფრანგული გამოცემის ყველაზე მნიშვნელოვანი ნომერია, ამ ყდით ახალგაზრდა ტოპ მოდელმა ვოგის დიდი ოთხეული (ამერიკა, ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი) შეავსო და გახდა მესამე ფერადკანიანი მოდელი, რომელმაც ვოგის ოთხივე დიდი გამოცემის დამშვენება შეძლო.

Imaan Hammam