ცნობილი ადამიანების მიერ კოსმეტიკის ხაზების შექმნაზე სიახლეები თითქმის ყოველკვირეულად ვრცელდება. ყველაფრის პარალელურად, სტატისტიკა აჩვენებს, რომ “ორიგინალი” ბრენდები კვლავ ყველაზე დიდი მოთამაშეები არიან, გაყიდვებითა და სოციალური მედიის აქტივობით. რაც შეეხება სელებრითულ სეგმენტს, Tribe Dynamics-ის მიხედვით, 2020 წელს, რიანას Fenty Beauty-ს ყველაზე დიდი ბრუნვა ჰქონდა.

იმისთვის, რომ ცნობილი ადამიანის კოსმეტიკურმა ბრენდმა წარმატებას მიაღწიოს, ვარსკვლავური გავლენა და ცნობადობა საკმარისი არ არის. ნებისმიერი კომპანიის წარმატების წინაპირობა მათი მესიჯია, რომელიც ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი უნდა იყოს. ბრენდის ისტორია და ფასეულობები ყოველთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად პროდუქტი. მაგალითად Fenty Beauty-ს ისტორია მრავალფეროვნებაზეა დაფუძნებული, სელენა გომეზის Rare Beauty – მენტალურ ჯანმრთელობაზე, ლედი გაგას Haus Laboratories – თვითგამოხატვაზე, ხოლო ჯესიკა ალბას Honest Beauty – ეკოლოგიურად სუფთა ინგრედიენტებზე.

წარმოგიდგენთ ტოპ 10 სელებრითულ Beauty ბრენდს EMV-ს მიხედვით:

Fenty Beauty — $555,195,705

Fenty Beauty

Kylie Cosmetics — $187,859,638

HB Arabia

Haus Laboratories — $141,764,661

Tips for Women

KKW Beauty — $98,558,293

Allure

Rare Beauty — $60,024,579

Seventeen Magazine

Kylie Skin — $31,486,411

Nova

Fenty Skin — $25,819,197

Elle Canada

Florence by Mills — $16,143,718

Elle

Honest Beauty — $14,012,195

Target Corporate

Victoria Beckham Beauty — $12,989,038

Yahoo Style UK