გასული წლების მსგავსად, კოლაბორაციების მხრივ 2020 წელიც მრავალფეროვანი გამოდგა. გავიხსენოთ რამდენიმე მათგანი:

Dior x Air Jordan

წლის ყველაზე ხმაურიანი თანამშრომლობა და განსაკუთრებით მოთხოვნადი სპორტული ფეხსაცმელი.

© Footwear News

Telfar x UGG

წლის ‘It’ ჩანთად გადაქცეული UGG-ის ფეხსაცმელი.

© Elle

Uniqlo x Jil Sander

ლეგენდარული დიზაინერის იაპონურ კომპანიასთან თანამშრომლობის შედეგი ის დახვეწილი და ძირითადი კოლექციაა, რაც ყველას სჭირდება თავის გარდერობში.

Supreme x Pat McGrath

Supreme-ს ტუჩსაცხი? ქუჩის სტილის ბრენდის და მაკიაჟის დიდებული არტისტის მოულოდნელი პარტნიორობა.

© Harper’s Bazaar

Jimmy Choo x Timberland

შეუსაბამობის მაგალითი, რომელიც უჩვეულოდ მიმზიდველია.

MM6 x The North Face

შედეგად კლასიკური ნივთების ორივე ბრენდის ხელწერით განახლება მივიღეთ.

© Hypebeast

Dior x Kenny Scharf

კიმ ჯონსის და არტისტების კოლაბორაციის მორიგი საინტერესო მაგალითი.

KFC x Crocs

თუ ყველაზე უშნო ფეხსაცმელს წარმოიდგენთ, ის, ალბათ, ასე გამოიყურება.

© Crocs