ინტერნეტი ვერ წყვეტს ახალგაზრდა ამერიკელი მომღერლის, ნორმანის მუსიკალურ კლიპზე საუბარს, რომელიც 16 აგვისტოს გამოქვეყნდა. სიმღერა „მოტივაცია“ შესაძლოა გახდეს ნორმანის სოლო კარიერის აღმავლობის დასაწყისი. გოგონა ცნობილი ამერიკული იქს ფაქტორის 2012 წლის გამოშვების შემდეგ გახდა. 5 წლის განმავლობაში ნორმანი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჯგუფის, Fifth Harmony -ს წევრი იყო. 2018 წლის მარტში Fifth Harmony დაიშალა და ჯგუფის წევრები სოლო კარიერის შექმნაზე ორიენტირდნენ.

MOTIVATION – ის ყურების დროს დაგეუფლებათ განცდა, რომ დაბალწელიანი შარვლების, თეთრი ტოპების, სქელი ბზინავი ქამრების, ბენდენების, დიდი მრგვალი საყურეების, მუცლის ჯაჭვების და გადასაშლელი ტელეფონების ერაში დაბრუნდით. ნორმანის „მოტივაცია“ 2000-იანების პოპ კულტურის ინსპირაციებით და ქორეოგრაფიით არის დატვირთული, გულშემატკივრებისთვის სწორედ ეს ხდის მიმზიდველს.


ბიონსე თეთრი მაისურით და ჯინსის შორტით, მუსიკალური კლიპი სიმღერაზე: Crazy In Love – 2003 წელი.

ნორმანის მუსიკალური ვიდეოდან – Motivation, 2019 წელი.

ბრიტნი სპირსის მეგა ჰიტი Baby One More Time – 1998 წელი.

ნორმანის ახალი მუსიკალური ვიდეო – Motivation, 2019 წელი.

“Motivation” by Normani

თანამედროვე პოპ-კულტურაში რთული წარმოსადგენია, რომ დამწყები სოლო არტისტი ტეილორ სვიფტის ახალი სინგლის პარალელურად უშვებდეს მუსიკალურ კლიპს და საკმარის ყურადღებას მაინც იქცევდეს, თუმცა ნორმანიმ ეს შეძლო.