პირველ რიგში, განვიხილოთ გასული საუკუნის ოციანები, რომლებსაც დანახვისთანავე იცნობთ და ვერც ერთ სხვა სტილში ვერ აურევთ. აქ იგრძნობა ჯაზი და თავისუფლება. ქალებმა, რომლებიც გაწამებული იყვნენ უზარმაზარი ქუდებითა და დამახრჩობელი კორსეტებით, გადაწყვიტეს თავიანთ სექსუალურობას და ქალურ ფორმებს სხვაგვარად გაუსვან ხაზი, გაშვებული, დავარდნილი, მძივებით გაწყობილი კაბებით, რომლებიც პირველი შეხედვით მძიმედაც მოგეჩვენებათ, წვრილი მხრებით და უამრავი დეტალებით/აქსესუარებით. ასეთი სილუეტის კაბებს მაშინ “shift dress” უწოდეს და დღემდე ასე მოიხსენიება. ე.წ. აბადოკები, ქუდები და შარფები, ულამაზესი ქუსლიანი ფეხსაცმელი 20-იანების აუცილებელი ატრიბუტებია.

1920-იანებისთვის დამახასიათებელი სტილი
გაშვებული მძივებით გაწყობილი კაბები, წვრილი მხრები, ბევრი დეტალი, აბადოკები.
კაროლინა კურკოვა 20-იანებისთვის დამახასიათებელი ლუქით


1925 წლამდე მხოლოდ ახალმა თაობამ მიიღო თამამი სტილი. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მთელს მსოფლიოში და ყველა სფეროში დიდი ცვლილებების დრო დადგა. ქალების მოდა ინსპირირებულია სურეალიზმისგან. მაშინდელ მოდელიერებზე მხატვრობის ამ მიმართულებამ ძალიან დიდი გავლენა იქონია. მაგალითად, იტალიელი ელზა სკიაპარელი, მისი დევიზი იყო “beyond the real”.
ვერსად ნახავდით გრძელ სწორ თმას, რომელიც მანამდე სიამაყედ მიიჩნეოდა, ყველა ქალმა ბობ კარე შეიჭრა და ლოკონები დაიყენა, რათა, როგორც უკვე ვახსენე, აუცილებელ ატრიბუტს,- “აბადოკს” მოხდენოდა.

სწორედ 20-იანებში ჩაეყარა საფუძველი ქალური სილუეტების მამაკაცური სილუეტებით ჩანაცვლებას განუმეორებელი კოკო შანელის მეთაურობით.ამავე ათწლეულში მოხდა გაყოფა ზედა და ქვედა სამოსისა, ეს მიღწევა ფრანგი დიზაინერის, ჟან პატოს სახელს უკავშირდება.პირველად სწორედ 20-იანებში გამოჩნდა ტუნიკები და დიდი ზომის მანტოები, რომლებიც დღესღეობთაც დიდი პოპულარობით სარგებლობს.ასევე, ერთ-ერთი საუკეთესო დეკადას მოდაში,- 60-იანებს, უამრავი რამ აქვს ნასესხები 20-იანებისგან.ამ ათწლეულის სტილი ულამაზესად არის ილუსტრირებული ფილმებში Midnight In Paris და The Great Gatsby.

ფილმი: @The Great Gatsby

1930-45 წლებში დიდი ცვლილებები არ მომხდარა, გარდა იმისა, რომ 20-იანების თავისუფალება ჩაანაცვლა ისევ და ისევ მკაცრმა სტილმა.

მეორე მსოფლიო ომმა უდიდესი დარტყმა მიაყენა ყველას. 5 წლის განმავლობაში, არა მარტო მოდამ, არამედ სხვა სფეროებმაც ძალიან დიდი რეგრესი განიცადეს. დაიწყო დიდი დეპრესია, ქალებმა ქვედაბოლოებს სიგრძე მოუმატეს და თეძოები ისევ შეავიწროვეს. სწორედ 30-იანებში წარმოუდგინა კოკო შანელმა მსოფლიოს Little black dress, ქვედაბოლო, რომლის შეძენაც ყველა ქალს შეეძლო და რაც მთავარია ყველა ქალს მოუნდა, მიუხედავად იმისა, რომ LBD დაბალი შემოსავლის მქონე ქალებისთვის იყო შექმნილი.

რაც შეეხება ტრენდებს, მდიდრულ სამყაროში წარმოიქმნა ახალი დეტალები, რომლებმაც განსაზღვრა ამ პერიოდის სტილი : ლიპები, მდიდრული ბეწვეული, შეიქმნა ცხოველის პრინტები, ე.წ. როლიგები და ქალების პიჯაკები.

30-იანებისთვის დამახასიათებელი სტილი
30-იანებისთვის დამახასიათებელი სტილი


ამ პერიოდის უდიდესი ინსპირაცია იყო ჰოლივუდური ფილმები. მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, ბეტ დევისი, ჯოან კროუფორდი და ა.შ. ქმნიდნენ არა მარტო კინემატოგრაფის ისტორიას, არამედ მოდის ისტორიასაც.

40-იანების დასაწყისში ქალებმა შარვლის და ღრმა დეკოლტეს ჩაცმაც მასიურად დაიწყეს. როდესაც ყველა კაცს ფრონტზე მოუწია წასვლა, ქალებმა ითავეს ის საქმე, რომლებსაც მანამდე კაცები აკეთებდნენ, სწორედ ამიტომ, შეიქმნა “Business Suite” ქალებისთვის, რომლის შექმნაშიც დიდი წვლილი კოკო შანელს მიუძღვის.

@Joan Bennet
გასული საუკუნის 40-იანი წლები


Tags :