გრემის 2020 წლის დაჯილდოებაზე ბილი აილიშმა 4 მთავარ ნომინაციაში გაიმარჯვა,მათ შორის „წლის სიმღერა“ და „წლის ალბომი“. ბილი პირველი ქალი, ხოლო ზოგადად მეორე მომღერალია, რომელიც გრემის 1 საღამოდან სახლში ოთხივე მთავარი ჯილდოთი დაბრუნდა. ის აგრეთვე ყველაზე ახალგაზრდა ქალი მუსიკოსია, რომელმაც წლის ალბომის ნომინაციაში გაიმარჯვა. ახლა აილიში ოსკარისთვის ემზადება. ცნობილია, რომ თავისი მუსიკით კინო ინდუსტრიაში ყველაზე პრესტიჟულ დაჯილდოებაზეც წარსდგება. დღეს მსოფლიო ამ 18 წლის გოგონას გარშემო ბრუნავს, რასაც მოდის ბიბლიის ახალი ყდაც მოწმობს.
Vogue ამერიკა 2020 წლის მარტი
ყდა #1 ფოტოგრაფი: Hassan Hajjaj
ყდა #2 ფოტოგრაფი: Harley Weir
ყდა #3 ილუსტრატორი: Nastya Kovtun
ყდა #4 ფოტოგრაფი: Ethan James Green
ფოტოსესია