გთავაზობთ Victoria’s Secret-ის ახალი ანგელოზის გრეის ელიზაბეთის ინტერვიუს ჟურნალ The Daily Front Row-ს 15 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სადაც უფრო ახლოს ვეცნობით მის მიერ წარმატებისკენ მიმავლ განვლილ გზას.
საიდან ხარ ?
ლეიქ სითი, პატარა ქალაქია ჩრდილოეთ ფლორიდაში.
როგორ აღმოგაჩინეს ?
რეალურად აღმოჩენა არ იყო – დედაჩემმა გააგზავნა ჩემი ფოტოები. მაღაზიებისთვის შოუებში ვმონაწილეობდი ჩემს ქალაქში, ქორწილებშიც ვიღებდი მონაწილეობას. 16-ის ვიყავი და სიგიჟე იყო, თუმცა დედაჩემმა გადაწყვიტა, ახალ საფეხურზე გადავსულიყავი და მაიამის NEXT-ს ჩემი ფოტოები გაუგზავნა. მათთან კონტრაქტი გავაფორმე, შემდეგ კი ნიუ იორკის NEXT-მა ამიყვანა.

ფოტოგრაფი: ლუგი და იანგო
ყველაზე მეტად რა გენატრება პრე-სუპერმოდელის ცხოვრებიდან ?
სიმშვიდე. ზუსტად ვიცოდი რას გავაკეთებდი თითოეულ დღეს – გავიღვიძებდი, სკოლისთვის მოვემზადებოდი, სკოლაში წავიდოდი, სპორტზე წავიდოდი და სახლში დავბრუნდებოდი. ახლა ძალიან არაპროგნოზირებადი განრიგი მაქვს. ვცდილობ ერთ ან ორ თვეში ერთხელ სახლში წავიდე, ფლორიდაში და როცა იქ ვარ “გრეის ელიზაბეთი!” არ ვარ, უბრალოდ მე ვარ. იქ ყველა ძალიან მშვიდია, მთელი დღე ვერანდაზე ვზივართ და ბევრ ყავას ვსვამთ.
რა ჰობები გაქვს ?
კოლეჯში დავიწყე სწავლა, ამიტომ ახლა ესაა ჩემი ცხოვრება. კვების ტექნოლოგიებს ვსწავლობ Kaplan-ის უნივერსიტეტის ონლაინ კურსით. იოგა, ბოქსი და პილატესიც მიყვარს, ახლახანს მინი ტრამპოლაინი ვიყიდე. ხშირად მნახავთ რომ მასზე მოხტუნავე Netflix-ს ვუყურებ. ასევე იოგას ინსტრუქტორობას ვსწავლობ. ბევრი საქმე მაქვს!

ფოტოგრაფი: კარლ ლაგერფელდი
Chanel-ის კამპანიაში კარლ ლაგერფელდთან მუშაობა როგორი იყო ?
კარლი საოცარია. ფოტოებზე ბევრ დროს არ ხარჯავს – უკვე იცის რა უნდა. შეხედავს ტანსაცმელს, გადაიღებს, ალბათ, სამ ფოტოს და სულ ეს არის.
იტალიური Vogue-ის გარეკანზე როგორ მოხვდი ?
გადაღებების მეორე დღემდე არ ვიცოდი, სანამ შემთხვევით არ ვნახე დაფაზე აპინული ფოტოები ზედ Vogue-ს ლოგოთი. ვფიქრობდი,
“Holy cow!”. როდესაც მითხრეს, რომ გარეკანზე მოვხვდი, ლამის, გული წამივიდა.

ფოტოგრაფი: სტივენ მეიზელი
თვითმფრინავში ბევრ დროს ატარებ. ამას როგორ უმკლავდები ?
განსაკუთრებული ძალა მაქვს – ნებისმიერ მომენტში შემიძლია დაძინება.
Victoria’s Secret-ის მოდელი ხარ, ეს ყოველთვის შენი ოცნება იყო ?

Photo: Pascal Le Segretain/Getty Images
შენს შესახებ რა ფაქტის ცოდნა გაგვაოცებს ?
არტიშოკი ჩემთვის ყველაზე ნაკლებად საყვარელი საჭმელია. ყველაზე საძაგელი რამ არის, რაც შემხვედრია. გარეპვა შემიძლია!
შენი პერსონალური სტილი არის…
ძალიან მშვიდი. ან ’90-იანების ბიჭივით ვიცვამ, ან ’70-იანების გოგონასავით.
პირველად რომელ შოუზე გაიარე ?
Miu Miu. ქეითი გრანდმა შანსი მომცა და შოუში ჩამსვა. ძალიან ვნერვიულობდი, რადგან მანამდე მხოლოდ მაღაზიაში გამართულ შოუებში მქონდა მონაწილეობა მიღებული. პოდიუმი ძალიან გრძელი იყო!
რადგანაც ჩვენი 15 წლის იუბილეა, 15 წლის წინ რას აკეთებდი ?
5 წლის ვიქნებოდი. ამიტომ, ალბათ, ტალახის ბუშტებს ვბერავდი და მატლებს ვჭამდი, როგორც ყველა 5 წლის ბავშვი. ჩემი ერთი ფოტოა, სადაც ტალახში ამოსვრილი დედაჩემის პომადას ვჭამ.

დედაშენს რა რეაქცია აქვს შენს წარმატებაზე ?
ამაყია. იცოდა, რომ ბევრს მივაღწევდი, თუმცა ეგონა სახლიდან ვიმუშავებდი. როდესაც ნიუ იორკში გადმოვედი, ყველაფერი შეიცვალა – უფრო მეტ შოუზე გავიარე და Victoria’s Secret-ში მოვხვდი. ამაყია და გამოწერილი აქვს ყველა ჟურნალი იმ შემთხვევისთვის, ჩემი ძალიან პატარა ფოტოც რომ იყოს დაბეჭდილი. ყველგან ჩემთან ერთად მოგზაურობს!