მინდა შემოგთავაზოთ Harper’s Bazaar-ის ერთ-ერთი ჟურნალისტის, ლორენ ფიშერის სტატია იმაზე, თუ როგორია მუშაობა მოდის ინდუსტრიაში, რა პრობლემები ექმნებათ ახალბედებს, და როგორია მოდური სამყარო ილუზიების გარეშე.

“იმის შემდეგ, რაც დაწყებით კლასებში ერთ ლამაზი ჩანთის ტარება დავიწყე, მივხვდი რომ მოდის სფეროში მინდოდა მუშაობა. ინდუსტრიაზე ბევრ ჟურნალსა თუ წიგნს ვკითხულობდი, კოლეჯში ბიზნესი და მოდა შევისწავლე, მქონდა პატარ-პატარა პროექტები, მაგრამ არაფერი შეედრება ინდუსტრიაში პირველ წელს. შარშან, კოლეჯის დამთავრების შემდეგ, ჩემი ოცნების სამსახური მივიღე ჰარპერს ბაზარში და მივხვდი რომ მოდაში მუშაობისთვის ბერად მეტია საჭირო, ვიდრე ჟურნალების ან ბლოგების კითხვა, ან თუნდაც “ეშმაკი ირჩევს პრადა”-ს ყურება.”

1) მოდის კვირეული ყოველთვის ისეთი გლამურული არ არის, როგორიც ხალხს ჰგონია. სანამ აქ მუშაობას დავიწყებდი “მოდის კვირეული” ზღაპრულ სამყაროდ წარმომედგინა. მომენტებში ასეც არის, მაგრამ ამაში უზარმაზარი შრომაა ჩადებული. არ გეგონოთ, რომ ამ სფეროში დამწყები ადამიანები გლამურულ წვეულებებზე გართობით, ქუჩის მოდის ფოტოგრაფების წინპოზირებით, ან წინა რიგებში ჯდომით არიან დაკავებულნი. ყველაფერი პირიქითაა, აქ ძალიან დიდი კონკურენციაა და გადაბმულად საათები თუ არ იშრომე არაფერი გამოვა. ძნელი წარმოსადგენია, რომ ვიღაც წუწუნებდეს ჩვენებების გამო, მაგრამ დამიჯერეთ ეს ძალიან მალე იცვლება.
2) მოდის კვირეული რეალურად მოდის თვეა.  თუ ყველა წამყვან მოდის კვირეულს შევაჯამებთ, მივიღებთ 1 თვის ქაოსს.
3) მოდის სამყაროში შენი განწყობა ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შენი ფეხსაცმელი.  საჭიროა გაიღიმო მაშინაც კი როდესაც დავალებული სამუშაო შეუძლებლად გეჩვენება. დამიჯერეთ, ყველაფერი რასაც აკეთებთ ძალიან მნიშვნელოვანია.
4) მაქსიმალურად გამოიყენე ის რაც გაქვს. რთულია იარო ოფისში, სადაც შენს თანამშრომლებს გუჩის და ალექსანდერ ვენგის ბოლო კოლექციებიდან აცვიათ სამოსი, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით რომ შენ შენი პატარა ხელფასით ვერ წვდები ძვირიან სამოსს. ხანდახან ვალდებული ხარ რომ ზარა ისეთივე სიამაყით გეცვას, თითქოს ეს სელინია. საიდუმლო შეხამებასა და სტილშია. (ახლაც კი ვკვდები ხოლმე, როცა ჩემს წინ გოგონას შანელის ჩანთით ვხედავ, მაგრამ ყველაფერი მიჩვევადია)
5) ისწავლე მოსმენა და დაეუფლე გუნდური მუშაობის ხელოვნებას. ეს ის სფეროა, სადაც ყველასგან შეიძლება ისწალო რამე, იმ ადამიანებიდან დაწყებული, ვისთანაც მუშაობ, დამთავრებული ივენთებზე გაცნობილი ხალხით. ყველას უნდა გამოელაპარაკო და მოუსმინო, უნდა გაინტერესებდეს, რა აქვთ მათ სათქმელი. მოდის ინდუსტრია დიდად მოგეჩვენებათ, მაგრამ რეალურად ის პატარაა, შესაძლოა შეხვდე ისეთ ადამიანებს,რომელთა შეხვედრაზეც საერთოდაც არ გიფიქრიათ…

Catherine McNeil in Harper’s Bazaar US October 2014 by Terry Richardson.

6) შოპინგი შეიძლება შენი სამსახურის ნაწილადაც ჩაითვალოს, ამიტომ უნდა ისწავლო სწორად გაანაწილო ხელფასი თვიდან თვემდე და ამასთან იყო კარგად ჩაცმული. ერთ წელზე მეტია ასეთ სიტუაციაში ვარ და ჯერ ამ ჩვევის გამომუშავების პროგრესში ვარ.
7) The Devil wears Prada-ში არის რაღაც სიმართლე. ყველა ინდუსტრიაში არსებობს მირანდა პრისტლი. და ეს ყოველთვის ესე დარჩება. ასეთ სიტუაციაში არაფერს არ უნდა მიაქციო ყურადღება და კონცენტრირება მოახდინო შენს კარიერაზე, იმიტომ რომ ეს არის შენი მთავარი მიზანი.
8) მოდას არასდროს სძინავს.  აქ არ არსებობს 9 საათიანი სამუშაო რეჟიმი, ან დასვენება უიქენდზე. ეს იმიტომ ხდება, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება გამოჩნდეს რამე გრანდიოზული სიახლე მოდელების ინსტაგრამზე ან ქანიე უესტის თანამშრომლობის შესახებ (მეტაფორულად) რომელიმე სერიოზულ ბრენდთან. სიახლეები კი დროულად უნდა გაშუქდეს.
9) მედიას ძალიან დიდი ადგილი უკავია მოდაში. ჟურნალები რეალურად ცალკე ბრენდებადაც შეიძლება მოვიაზროთ. სოციალური ქსელებიც ამისი მტკიცებულებაა.
10) სელებრითების და მოდელების გარშემო თავი კომფორტულად უნდა იგრძნოთ. ძალიან კარგი იქნებოდა ეს მაშინ გამეაზრებინა, როდესაც ნაომი ქემბელს პირველად შევხვდი. ესეთი დონის სელებრითებს ხშირად ვერ შეხვდებით, მაგრამ როდესაც ეს მოხდება “just play it cool”. (შემდეგ კი იგიჟეთ სოციალური ქსელების სტატუსებზე)
11) გაითავისეთ, რომ არ არის საჭირო იყოთ ონლაინ 24/7. სამსახურის პირველი წელი ყოველ 10 წუთში ტელეფონის შემოწმებაში გავატარე. ღამის 12 საათზეც კი ვპასუხობდი ელექტრონულ ფოსტაზე მოსულ წერილებს, მაგრამ დრო და დრო გავაანალიზე, რომ პასუხის მიწერა დილითაც შეიძლება. 
12) მიეცით საშუალება საკუთარ თავს მაქსიმალური თვითრეალიზაციის.
მოდა ის სფეროა, სადაც ინდივიდუალიზმს ძალიან აფასებენ. პირველი რამდენიმე თვე ვღელავდი მხოლოდ ჩემს ჩაცმულობასა და იმაზე, თუ რამდენად “პროფესიონალურად” ვიქცეოდი, მაგრამ მივხვდი, რომ ჩემი პიროვნების გამოვლინება ბევრად მნიშვნელოვანი იყო. შენ მოდაში მუშაობ, აქ არავინ გავალდებულებს დაიმალო “საოფისე” სტილი სამოსის უკან, აქ გეძლევა მაქსიმალური შესაძლებლობა იყო ის, ვინც რეალურად ხარ.
13) Fake it ‘til you make it. When all else fails….