გაზაფხულის დადგომასთან ერთად, ბრენდები აქტიურად მუშაობენ კოლექციების პოპულარიზაციაზე. სარეკლამო კამპანიები კი, კვლავ რჩება პიარის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებად. გთავაზობთ 2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის 12 ყველაზე გახმაურებულ სარეკლამო კამპანიას.


Louis Vuitton გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ნიკოლა ჟესქიერი
ფოტოგრაფი – დეივიდ სიმსი

მთავარ სახედ კვლავ სერიალ Squid Game-ის ვარსკვლავი ჰოიონი გვევლინება. სამხრეთ კორეელთან ერთად, კამპანიაში მონაწილეობას იღებენ ბრენდის რჩეული ტოპ მოდელები, მათ შორის – რიან ვან რომფეი.


Gucci გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ალესანდრო მიკელე
ფოტოგრაფები – მერთი & მარკუსი

ჯარედ ლეტოს და გუჩის თანამშრომლობა სიახლეს არავისთვის წარმოადგენს, თუმცა ის არ გახლავთ კამპანიის ერთადერთი ვარსკვლავი. მაილი საირუსი, სნუპ დოგი და Squid Game-ის მსახიობი ლი ჯანგ-ჯეი ახალი კამპანიის სახეები არიან.


Valentino გაზაფხული/ზაფხული

შემოქმედებითი დირექტორი – პიერპაოლო პიჩოლი
ფოტოგრაფი – მაიკლ ბეილი-გეითსი

2020 წლის შემდეგ, ამერიკული კინოს ახალგაზრდა ვარსკვლავი, ზენდეია ვალენტინოს საერთაშორისო ელჩია. ბრენდი ახალი კამპანიის მთავარ სახედ კვლავ ზენდეიას ირჩევს.


Moschino გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ჯერემი სკოტი
ფოტოგრაფი – სტივენ მეისელი

კამპანიის სახეები არიან სამოდელო ინდუსტრიის ახალი თაობის ვარსკვლავები: იმან ჰამამი, ჯიჯი ჰადიდი, ამარ აქვეი, ები ჩემპიონი და მიკა შნეიდერი.


Balmain გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ოლივერ რუსტანი
ფოტოგრაფები – მერთი & მარკუსი

ბალმანის სარეკლამო კამპანიაში სამოდელო ინდუსტრიის საკულტო სახეები გამოჩნდნენ: ნაომი ქემბელი, მარიაკარლა ბოსკონო, ლარა სტოუნი და კარლა ბრუნი. სუპერმოდელებთან გვერდს უმშვენებს ახალი თაობის ვარსკვლავი – ადუთ აკეჩი.


Balenciaga გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – დემნა
ფოტოგრაფი – სტეფ მიჩელი

ბალენსიაგას რჩეულ მოდელებთან ერთად, კამპანიის მთავარი სახეებად დასახელდნენ: ჯასტინ ბიბერი, კიმ კარდაშიანი და ისაბელ იუპერი.


Versace გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – დონატელა ვერსაჩე
ფოტოგრაფები – მერთი & მარკუსი

2022 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონზე, დონატელა ვერსაჩე ერთადერთი დიზაინერია, რომელიც ბრენდის სარეკლამო კამპანიაში თავადაც გამოჩნდა. დონატელას გვერდს უმშვენებენ, სუპერმოდელი დები ჯიჯი და ბელა ჰადიდები, აგრეთვე კოლუმბიელი მომღერალი – მალუმა.

Saint Laurent გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ენტონი ვაკარელო
ფოტოგრაფი – იურგენ თელერი

ფრანგულმა ბრენდმა არჩევანი ტოპ მოდელებზე შეაჩერა და კამპანიაში სამოდელო ინდუსტრიის რჩეული სახეები წარმოგვიდგინა – ფრეა ბეა ერიქსენი, ბინქს უოლტონი, ავარ ოდიანგი და ლოლი ბაი.


Prada გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორები – მიუჩია პრადა და რაფ სიმონსი
ფოტოგრაფი – დეივიდ სიმსი

ტომ ჰოლანდი და ჰანტერ შაფერი კამპანიის მთავარი ვარსკვლავები არიან. მათთან ერთად კი ვხედავთ პრადას რამდენიმე უცვლელ სახეს – ჯულია ნობისს და სელენა ფორესტს.


Loewe გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – ჯონათან ანდერსონი
ფოტოგრაფი – დეივიდ სიმსი

ფრეა ბეა ერიქსენი ლუევეს ახალი სეზონის გამორჩეული სახეც გახლავთ. მასთან ერთად ბრენდის 2022 წლის კამპანიაში მონაწილეობენ: Hanna Felding, Smilla Herbst, Yilan Hua.


Miu Miu გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – მიუჩია პრადა
ფოტოგრაფი – ტაირონ ლიბონი

ჰეილი ბიბერი და ემა კორინი კამპანიის ყველაზე თვალსაჩინო სახეები არიან. აღსანიშნავია ისიც, რომ Miu Miu აგრძელებს თანამშრომლობას მილა იოვივიჩის 14 წლის ქალიშვილთან, ევერ ანდერსონთან.


Jacquemus გაზაფხული/ზაფხული 2022

შემოქმედებითი დირექტორი – სიმონ პორტ-ჟაკმუსი
ფოტოგრაფი – ტომ ნელერი

სარეკლამო კამპანიის მთავარი სახეა პოერტ-რიკოელი რეპერი – Bad Bunny.