Cruise 2020-ის მოახლოებასთან ერთად, ვრცელდება ბრენდების კოლექციების ჩვენებების ლოკაციები.

Giorgio Armani ტოკიოში პირველად გამართავს ახალი Cruise 2020-ის კოლექციის ჩევენებას 24 მაისს. ჩვენების დეტალები ჯერ ცნობილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ, ეს რენოვაციის შესაძლებლობას მისცემს ტოკიოში ბრენდის წამყვან მაღაზიას Armani/Ginza Tower-ს, რომლის ხელახალი გახსნა 21 მარტს იგეგმება.

Louis Vuitton’s Cruise 2018

Alberta Ferretti-ის Resort 2020 კოლექციის ჩვენება მონაკოში 18 მაისს გაიმართება მონტე-კარლოს მოდის კვირეულის ფარგლებში, რომელიც 15-19 მაისს ჩატარდება.

ასევე, Gucci-ის Cruise შოუ რომში გაიმართება, Dior-ის მარაკეშში, Chanel-ის პარიზში, ხოლო Prada და Louis Vuitton ნიუ იორკში.