აპო ვანგ-ოდს 106 წელი თებევერვალში შეუსრულდა. სოფელ ბუსკალანის მკვიდრმა, კალინგის ტატუს ტრადიციული ხელოვნების უკანასკნელმა მემკვიდრემ Vogue Philippines-ის ახალი ნომრის ყდა დაამშვენა და ისტორიაში შევიდა, როგორც ყველაზე ასაკოვანი პიროვნება, რომელიც მოდის ბიბლიად წოდებული ჟურნალის გარეკანზე მოხვდა.

“ის ცნობილია, როგორც თავისი თაობის ბოლო მამბაბატოკი. მან კალინგას ტომთან დაკავშირებული სიმბოლოები, რომლებიც სიძლიერეს, სიმამაცესა და სილამაზეს გამოხატავს, კანზე ბუსკალანში ჩასულ ათასობით პილიგრიმს დაახატა,” – აღნიშნულია Vogue Philippines-ის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში.

ფოტოგრაფი: Artu Nepomuceno

ვანგ-ოდმა ტატუების ხატვა 15 წლის ასაკში დაიწყო. მელნის დასამზადებლად ის წყალსა და ნახშირს იყენებს და სხეულზე ადგილობრივი ციტრუსების – კალამანსის ან პომელოს – ხეების ეკლის საშუალებით ხატავს. მისი ნამუშევრების შთაგონების წყარო ბუნება და გეომეტრიული ფიგურებია.

ტატუ არტისტის მნიშვნელობის შესახებ პოსტში ასევე ვკითხულობთ: “აპო მარია “ვანგ-ოდ” ოგაი ფილიპინური სულისკვეთების სიმტკიცესა და მშვენიერებას განასახიერებს.”