ნიუ-იორკში, ლონდონში, მილანსა და პარიზში მოდის კვირეულების დასრულების შემდეგ, Vogue-მ ტრადიციულად ყველაზე ბევრჯერ ნანახი ჩვენებების ათეული გამოაქვეყნა. სიაში ვხვდებით ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: Louis Vuitton, Christian Dior, Chanel და Saint Laurent, რომელიც მოწინავე პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია, რომ ხუთი ბრენდი წინა სეზონზე ათეულში არ გვხვდებოდა, მათ შორის არის Chloé, რომლისთვისაც ჩემენა კამალიმ თავისი სადებიუტო კოლექცია წარადგინა.

Vogue Runway-ზე ახალი სეზონის ყველაზე აქტუალური ჩვენებების სიაში მოხვედრილი ათი ბრენდიდან ორს შემოქმედებითად ქართველები ხელმძღვანელობენ. ეს ბრენდებია: Vetemenets, რომლის კრეატიული დირექტორიც გურამ გვასალია გახლავთ და Balenciaga, რომლის კოლექციების შექმნაზეც დემნა არის პასუხისმგებელი.

Saint Laurent შემოდგომა/ზამთარი 2024 © Vogue

ჩვენებები, რომლებიც 2024 წლის შემოდგომა/ზამთრის სეზონზე Vogue Runway-ზე ყველაზე მეტმა ადამიანმა ნახა:

  1. Saint Laurent (წინა სეზონზე: მე-3 ადგილი)
  2. Chanel (წინა სეზონზე: მე-8 ადგილი)
  3. Prada (წინა სეზონზე: 1-ელი ადგილი)
  4. Miu Miu (წინა სეზონზე: მე-9 ადგილი)
  5. Christian Dior (წინა სეზონზე: მე-6 ადგილი)
  6. Chloé (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
  7. Louis Vuitton (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
  8. Balenciaga (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
  9. Vetements (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)
  10. Stella McCartney (წინა სეზონზე არ იყო ათეულში)