ოდრი ჰეპბერნი იუბერ დე ჟივონშის შექმნილ ლუქში ფილმისთვის “საუზმე ტიფანისთან”, 1961 წელი.

გრეის კელი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმში “ქურდის დაჭერა” 1955 წელი. ეს ლუქი გრეისმა ლეგენდარულ კოსტიუმების დიზაინერს ედიტ ჰედს შეაკერინა.

მიუხედავად იმისა, რომ ჰერმიონს წიგნში არა ვარდისფერი, არამედ ცისფერი კაბა ეცვა, ფილმს ეს ფერი მაინც მოუხდა. “ჰარი პოტერი და ცეცხლოვანი თასი” 2005 წელი.

მერლინ მონრო საკულტო ვარდისფერი კაბით ფილმში “ჯენტლმენებს ურჩევნიათ ქერები” 1959 წელი. ფილმმა საუკეთესო კოსტიუმების ჟანრშჟი ოსკარი აიღო 1960 წელს.

ნატაშა კინსკი ვიმ ვენდერსის 1984 წლის ინდი ჟანრის ლეგენდარულ ფილმში “პარიზი, ტეხასი”. დღემდე დაობენ იმაზე, თუ რატომ არ მიიღო ამ ფილმმა არც ერთი ნომინაციაც კი ოსკარის დაჯილდოებაზე.

რიზ უიზერსპუნი ფილმში “ქერა ადვოკატი” 2001 წელი. უდავოდ საკულტოა ეს და ყველა სხვა ვარდისფერი ლუქი (ორივე ფილმში) რომელიც ელ ვუდსს აცვია.

კირსტენ დანსტი სოფია კოპოლას ერთ ერთ საუკეთესო ფილმში “მარია ანტუანეტა” 2006 წელი. 2007 წელს ოსკარის დაჯილდოებაზე ფილმმა გაიმარჯვა კატეგორიაში საუკეთესო მიღწევა კოსტიუმის დიზაინში.

მოლი რინგვალდი 1986 წლის კლასიკად ქცეულ ფილმში “ლამაზმანი ვარდისფერში”

ჯენიფერ გრეი ასევე კლასიკად ქცეულ ფილმში “ბინძური ცეკვები” 1987 წელი. ფილმს მხოლოდ 1 ნომინაცია ჰქონდა 1988 წლის ოსკარის დაჯილდოვებაზე და იმაშიც გაიმარჯვა – კატეგორიაში საუკეთესო მუსიკა – ორიგინალი სიმღერა სინგლით “(I’ve Had) The Time of My Life”.

და ბოლოს, ემა სტოუნი დემიენ შიზელის ოსკარის 12 გზის ნომინანტსა და 5 ნომინაციაში გამარჯვებულ ფილმში “ლა ლა ლენდი” 2016 წელი.
