გრეტა გერვიგის ფილმი Barbie კინოს ისტორიაში განსაკუთრებული ნიშნით იქცა რეკორდსმენ ფილმად – ის გახდა ქალი რეჟისორის პირველი სოლო კინემატოგრაფიული ნამუშევარი, რომლის შემოსავალმაც მილიარდ დოლარს გადააჭარბა.

ფილმის პრემიერიდან სულ რაღაც 17 დღის თავზე, Barbie-ის კინოგაქირავების გლობალური მონაცემები 1,03 მილიარდი დოლარია. სოციალურ მედიაში საუბრისას ფილმს უკვე Barbillion-ის სახელითაც მოიხსენიებენ. აღსანიშნავია, რომ შემოსავლის ამ ნიშნულისათვის წარსულში იმ ფილმებსაც მიუღწევიათ, რომლის რეჟისურაში ქალები იყვნენ ჩართული. თუმცა ასეთ შემთხვევებში ქალი კინემატოგრაფები პროექტში თანარეჟისორების სტატუსით იყვნენ წარმოდგენილი. რაც შეეხება Barbie-ის, როგორც უკვე აღნიშნა, ის გრეტა გერვიგის სოლო სარეჟისორო ნამუშევარია.

Barbie-ის სიუჟეტი Matel-ის საკულტო სათამაშოსთან დაკავშირებულ არაერთ სტერეოტიპს უპირისპირდება. ფილმში მთავარ როლებს მარგო რობი და რაიან გოსლინგი ასრულებენ. Barbie-ის  პრემიერა 2023 წლის 21 ივლისს შედგა.