12 დეკემბერს, ტიმოთი შალამე ტელეარხ NBC-ის ცნობილ სკეჩ შოუში – Saturday Night Live-ში სპეციალური წამყვანის ამპლუაში იყო მიწვეული. მსახიობმა შოუს მიმდინარეობისას, ერთ-ერთ ბლოკში ჰარი სტაილსი განასახიერა.

სკეჩის სცენარი ცნობილი ამერიკელი მუსიკოსის და ტელეწამყვანის – დიონ ვორვიკისა და ჰარი სტაილსის პერსონაჟების დიალოგიზე იყო აწყობილი. აღსანიშნავია, რომ ახლახანს, 80 წლის დიონ ვარკვიკი ძალიან გააქტიურდა twitter-ზე, რამაც საერთასორისო მედიის ყურადღებაც მიიპყრო. სკეჩის მიმდინარეობისას, დიალოგი სწორედ აღნიშნულ თემას შეეხებოდა.