“Forces of fashion” ვოგის ყოველწლიური კონფერენციაა, რომელიც ტრადიციულად ოქტომბრის თვეში, ნიუ-იორკში იმართება და 2 დღეს გრძელდება. კონფერენციაზე მოდის ინდუსტრიის ყველაზე გავლენიანი წარმომადგენლები იკრიბებიან და მოდასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ. წლევანდელი კონფერენციის თემა “მომავლის მამოძრავებელი ძალებია”. წელს სპიკერებს ამერიკული ვოგის რედაქტორი, ანა ვინტურიც შეუერთდა.

ტომ ფორდი და ჯულიანა მური

ამერიკელ დიზაინერსა და რეჟისორს, ტომ ფორდსა და მსახიობ ჯულიანა მურს დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ. მსახიობი ტომ ფორდის მიერ გადაღებულ 2009 წლის ფილმში “მარტოხელა მამაკაცი” მონაწილეობს და დიზაინერის სამოსითაც ხშირად ჩნდება წითელ ხალიჩაზე. ტომმა და ჯულიანამ სხვადასხვა საკითხზე ისაუბრეს, მათ შორის: ერთად მუშაობაზე, ჰოლივუდურ წარმატებაზე, როგორ შეცვალა სოციალურმა ქსელებმა მოდა და როგორია ამერიკული მოდის მომავალი.

“წარმატების განმარტება შენი თავით, როგორც პიროვნებით კმაყოფილების გრძნობაა…აირჩიე, რა გინდა რომ იყო სამყაროში” ტომ ფორდი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

ტორი ბარჩი და ევა ჩენი

ამერიკელმა დიზაინერმა, ტორი ბარჩმა და ინსტაგრამზე მოდური პარტნიორობის ხელმძღვანელმა , ევა ჩენმა ისაუბრეს მარცხზე, წარმატებაზე, ანტერპრენერობაზე და ინსტაგრამის მენეჯმენტზე.

“იქონიეთ ამბიცია…გჯეროდეთ თქვენი იდეების და იყავით საკმარისად ძლიერები, რათა გქონდეთ თავდაჯერებულობა საკუთარი აზრი გამოხატოთ და თქვენი თავის საუკეთესო ადვოკატი იყოთ” – ტორი ბარჩი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

გრეის უოლს ბონერი და მარინ სერე

დიზაინერებმა გრეის უოლს ბონერმა და მარინ სერემ განიხილეს, თუ რატომ არის მოდა კომუნიკაციის საუკეთესო საშუალება. ასევე ისაუბრეს, როგორი იყო დამოუკიდებლად წარმატების მიღწევა პატარა ასაკში და როგორ ინარჩუნებენ სიჯანსაღეს მოდის დაუსრულებელი ციკლის დროს, რომელიც დიზაინერებისგან ყოველ წლიურად დიდი რაოდენობით სეზონური კოლექციების წარდგენას ითხოვს.

“როდესაც მოზარდი ხარ, რაღაცის გამოხატვა გსურს. ვფიქრობ, ნაჭრები პირველი რამ იყო, რასთან თამაშიც შემეძლო” – მარინ სერე

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

ჰემიშ ბოულსი და კიმ ჯონსი

წლევანდელ სპიკერებს შორის არის დიორის მამაკაცის ხაზის შემოქმედებითი ხელმძღვანელი, კიმ ჯონსი, რომელმაც ჰემიშ ბოულსთან დიორზე, არტისტებთან მუშაობაზე და ბრენდის საკულტო “Saddle Bag”-ის მოდაში დაბრუნებაზე ისაუბრა.

“არ ვფიქრობ, რომ [გენდერი] დღეს რელევანტურია: ჩაიცვი, რაც გინდა, რომ გეცვას” – კიმ ჯონსი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

ტაილერ მიჩელი

2018 წლის სექტემბრის ნომრის გარეკანზე ამერიკელი პოპ დივა, ბიონსე იყო გამოსახული. მომღერალმა მოითხოვა, რომ ყდისთვის ფოტოგრაფი თავად შეერჩია. ბიონსეს რჩეული ტაილერ მიჩელი აღმოჩნდა. ის პირველი აფრო-ამერიკელი ფოტოგრაფია, რომელმაც ამერიკული ვოგის ყდა გადაიღო. ტაილერმა სოციალური მედიის ესთეტიკაზე, შემოქმედებით პატიოსენბასა და ბიონსეს ვოგის ყდაზე ისაუბრა.

“[ჩართულობა] ინფორმაციის გაზიარებას ეხება. იგივეა, რაც სხვებს დაანახო – აი, ბურთი და მიზანი, შენ კი მარტივად შეგიძლია გაიტანო” – ტაილერ მიჩელი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

სინდი კროუფორდი და კაია გერბერი

სინდი კროუფორდმა და კაია გერბერმა ტონი გუდმენთან სოციალური ქსელების ეპოქაში მოდელობაზე, გავლენებსა და გამოწვევებზე ისაუბრეს.

“ერთ-ერთი, რასაც ვაკეთებდი და ახლა კაიაც იმეორებს…არის ის, რომ, როდესაც ფოტოგრაფთან ან დიზაინერთან სამუშაოდ მიდიხარ ეს საშინაო დავალების შესრულებას გავს… თუ ვიცი როგორ იღებს ეს ფოტოგრაფი, როდესაც გადაღებაზე ვარ, დაახლოებით უკვე ვხვდები რა ენაზე უნდა ვისაუბროთ ამ დღეს” – სინდი კროუფორდი

[#MeToo] -მ შესაძლებლობა მოგვცა გვეგრძნო, რომ გვისმენდნენ და არა მარტო გვისმენდენ, არამედ მხარს გვიჭერდნენ და გვაქეზებდნენ, რომ ამ პრობლემებზე გვესაუბრა. ძალიან ბევრი პოზიტიური ცვლილება ვიხილე, დავრწმუნდი, რომ ყველა უფრო კომფორტულად გრძნობდა თავს” – კაია გერბერი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

პრაბალ გურუნგი და აურორა ჯეიმსი

დიზაინერებმა პრაბალ გურუნგმა და აურორა ჯეიმსმა ყურადღება მოდის ჰუმანურ მხარეზე გაამახვილეს.

“ვფიქრობ, საუკეთესო გზა ცვლილებისთვის გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან ჯდომაა. აუცილებელია, 50%-ს ან მეტს უმცირესობები შეადგენენ. ეს ეჭვგარეშეა” – პრაბალ გურუნგი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულად Vogue.com

ქარდი ბი

ამერიკელა რეპერმა, ქარდი ბიმ ვოგის კონფერენციაზე ლიზ მაკგუაიერთან მსგავსებაზე, მოდაში რისკზე წასვლასა და ბერნი სანდერსთან საერთოზე ისაუბრა.

“წლები დამჭირდა დამემტკიცებინა და ახლა სწორედ იქ ვარ,სადაც ყოფნა მსურდა. ვინმეს ჰილარი დაფის ფილმი ნანახი აქვს? [ლიზ მაკგუაიერის ფილმი] ერთი სიმღერაა, რომელიც გონებაში ჩამესმის, იმ ღონისძიებებზე წასვლისას, რომლებზეც დასწრება ყოველთვის მსურდა: “Hey now, hey now, this is what dreams are made of” – ქარდი ბი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

ოლივერ რუსტანი

ბალმანის შემოქმედებითმა ხელმძღვანელმა, ოლივერ რუსტანმა თავის სამუშაო ეთიკაზე, ბალმანის არმიასა და მრავალფეროვნების თანამედროვე მნიშვნელობაზე ისაუბრა.

“დღეს მრავალფეროვნებაზე ბევრს ვსაუბრობთ, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, 2013 ან 2014 წელი, როდესაც ასეთი მრავალფეროვნება პოდიუმზე არ იყო. მოდაში ხალხი მალევე ივიწყებს როგორი უნდა იყოს. მახსოვს, ბევრი ადამიანი დავკარგე ჩემს გარშემო, რადგან, მაშინ ამ თემებზე საუბარი სწორი არ იყო და, ვიცი, ხალხს არ მოსწონს ამის ოსმენა – მაგრამ ეს რეალობა იყო და მე ბრძოლა მიწევდა” – ოლივერ რუსტანი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

ქერბი ჯან-რეიმონდსი

პიერ მოსის დამფუძნებელი, ქერბი ჯან-რეიმონდი ვოგის კონფერენციაზე ამერიკელ მსახიობ, ტრეის ელი როსთან ერთად წარსდგა. ქერბიმ როსთან პიერ მოსის მოდურ რევოლუციაზე ისაუბრა.

“ყველა შოუსთვის, რომელსაც ვაკეთებ, ისეთი შეგრძნება მეუფლება, რომ შესაძლოა ჩემი ბოლო იყოს. არის მომენტები, როდესაც მართლა ასე ვგრძნობ. მხოლოდ იმიტომ, რომ შოუს გაკეთებაზე უარს ვამბობ, სანამ სათქმელი არ მექნება, მას სეზონზე არ ვაფუძნებ. მიზანი აუცილებლად უნდა იყოს, მიღმა მიზეზი უნდა არსებობდეს” – ქერბი ჟან-რეიმონდსი

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com

დონატელა ვერსაჩე

დონატელა ვერსაჩემ დიდი ხნის მეგობართან, ანა ვინტურთან ჯენიფერ ლოპესის საკულტო კაბაზე, პოლიტიკასა და ჯანი ვერსაჩეზე ისაუბრა.

“დონატელას ვაღმერთებ მისი კეთილსინდისიერების გამო, განსაკუთრებით იმ სამყაროში, რომელიც ყოველთვის პატიოსანი არ არის. ასევე იმის გამო, თუ როგორ წარმოუდგენლად ერთგულია თავისი მეგობრებისადმი და როგორ ღრმად ზრუნავს თავის ოჯახზე. მე მას დონატელა ვერსაჩედ არ აღვიქვამ, ქერა, ექსტრაორდინალურ აიქონად, რომელიც ის არის, არამედ დონატელად, რომელიც ჩემი მეგობარია” – ანა ვინტური

Photo: Corey Tenold
Vogue.com

ინტერვიუ სრულადVogue.com