ტრენდები და სტილის აღქმა ცვალებადია. მოდა, ისე, როგორც არც ერთი სხვა სფერო, ილტვის სიახლეებისკენ. თუმცა სტილის ტრანსფორმაციას არა მხოლოდ ტრენდების წარმავალი ხასიათი, არამედ ცხოვრებისეული ცვლილებებიც განაპირობებენ.

“ცხოვრების განსხვავებულ ეტაპებზე, განსხვავებული სტილი მქონდა. ერთი წლის წინ, დედა გავხდი და აქედან დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი უმნიშვნელოვანესი ეტაპი, რომელმაც ბევრი რამ შეცვალა, მათ შორის გავლენა მოახდინა ჩემს სტილზე. ახლა უკვე მჭირდება ისეთი ნივთები, აქსესუარები, რომელთა ფლობაზე ან შერჩევაზე ადრე არ ვფიქრობდი, მაგალითად, ეტლი, რომელიც ნებისმიერი ახალი მშობლისთვის, ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია.”- აღნიშნავს გამორჩეული სტილის მქონე ქართველი არტისტი, ნინა სუბლატი Fashionholics Online x Aversi Pharma-ს თანამშრომლობით შექმნილ ვიდეოში.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ  ბოლო წლების განმავლობაში, საბავშვო ეტლებმა ფუნქციურ დატვირთვაზე მეტი მნიშვნელობა შეიძინეს. ეტლი გახდა ფუნქციური მოდური აქსესუარი, რომელიც მშობლის სტილს ჰარმონიულად ერწყმის. ბრენდი „ჩიპოლინო“ მომავალი მშობლებისთვის მრავალფეროვან არჩევანს გვთავაზობს, განსხვავებული გემოვნების, საჭიროებების და ცხოვრების წესის შესაბამისად.

ყველა კოლექციაში ნახავთ სხვადასხვა ფუნქციის მქონე მოდელებს. უნდა ითქვას, რომ “ჩიპოლინოს “ ყველა მოდელი სრულ ტესტირებას გადის სერტიფიცირებულ ევროპულ ლაბორატორიებში, უმაღლესი სტანდარტის მოთხოვნათა შესაბამისად. დახვეწილი ვიზუალით და უმაღლესი ხარისხით, ბრენდი ბავშვთა აღზრდის ინდუსტრიის ლიდერებს შორის პოზიციონირდა. ვიდეოში, ნინას სწორედ „ჩიპოლინოს“ ეტლით ვხედავთ.

კოლექციების დათვალიერება და შეძენა შეგიძლიათ “ავერსი ფარმას” ოფიციალურ საიტზე, ან აფთიაქებში.