შეიცვალე თმის ფერი და შეიცვალე ცხოვრება. შესაძლოა, ეს გაზვიადებაა, თუმცა მართლაც, თმის ფერის ერთი ტონალობაც კი, შესაძლოა ცხოვრებისეული ცვლილებისგან გაშორებდეს. “მე ამას ჩემს კლიენტებზე ვამჩნევ,” ამბობს სელებრითების თმის სტილისტი მარა როჟაკი, “ეს მათში ოპტიმიზმსა და გულწრფელ ბედნიერებას იწვევს,” – ამბობს ის და ამატებს, რომ თმის ფერისა თუ სტილის ცვლილება მათ ახალი წლისთვის ამზადებს.

2023 წლის თმის ფერის ტრენდები არსებული მოდური ფერების გაგრძელებაა, თუმცა წელს სერიალების დახმარებით ახალი ტენდენციები გვაქვს: უწოდეთ ფერს Y2K-ს ქერა თუ ტარგარიანების პლატინუმი, ღია ფერფლისფერი ქერა თმა 2023 წლის ტოპ ტრენდებში იქნება. ნეთფლიქსის ახალი ჰიტ-შოუს, Wednesday-ის დამსახურებით, ყავისფერი, კონიაკისფერი ზოლებით, ასევე აუცილებლად იქნება 2023 წლის ყველაზე მოდური თმის ფერებთა შორის. ამ სტატიაში გთავაზობთ 2023 წლის ყველაზე მოდურ თმის ფერებს.


პერსონალურად შერჩეული პლატინისფერი ქერა

“More is more” კიმ კარდაშიანის თმის სტილისტის დიდი ხნის სლოგანია და მისგან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მათ შორის იმისაც, თუ როგორ შევუხამოთ ჩვენი კანისფერი ქერა თმის ტონალობას.

ბეჟი ქერა

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროის ტრენდებში ქერა თმის ყველაზე აქტუალური ტონალობა ფერფლისფერი იყო, ბელა ჰადიდი ამტკიცებს, რომ ყველაფერი ასე მარტივი არაა. ბეჟი, თბილი ტონის ქერა თმა 2023 წელს ისევე აქტუალური იქნება, როგორც ფერფლისფერი ქერა.

თბილი დარიჩინისფერი

თუ 2023 წლისთვის ჟღალი თმისა და ყავისფერი თმის შორის შუალედის შერჩევას აპირებთ, თბილი დარიჩინისფერი თქვენი არჩევანი უნდა იყოს. ეს თმის ფერი ჟღალი თმის სითბოსა და ყავისფერი თმის სიღრმეს აერთიანებს, რაც მას გამორჩეულს ხდის.

მდიდრული შოკოლადი

მდიდრული 2023 წლის ზოგადი ტრენდია, თუმცა თუ მას თმის ფერთან დავაწყვილებთ, აუცილებად მდიდრული შოკოლადისფერი გამოგვივა. ამ ტრენდული ფერის მთავარი საიდუმლო ბზინვარებაა, არ აქვს მნიშვნელობა მუქი შოკოლადისფერი თმა გაქვთ, თუ რძიანი შოკოლადის. “შესაძლოა ბზინვარებისთვის ღია ფერის ზოლები დაიმატოთ,” ამბობს მარა როჟაკი, სელებრითების თმის სტილისტი.

“ვამპ” ჟღალი თმა

ჟღალი თმის მუქი, ბუნებრივი ვარიაცია 2023 წლის ტრენდების შორის ნამდვილად იქნება. სოფი ტერნერი ამ ტრენდის ერთ-ერთი “მიზეზია”, თუმცა, არავინაა წინააღმდეგი – ბუნებრივი, მაგრამ იშვიათი თმის ფერი ყველასთვის “მომგებიანი პარტიაა”.