შემოდგომა აქტიური ცხოვრების წესთან და ახალი გეგმების დასახვასთან ასოცირდება. ზაფხულის ხანგრძლივი დასვენების შემდეგ, ყოველდღიურ რუტინაში ვერთვებით, რის გამოც თავისთავად იმატებს სტრესიც. დატვირთული დღის რეჟიმის პარალელურად, ჩვენს თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიულობა რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია მენტალურ და ფიზიკურ ჯანმრთელობაზე ვიზრუნოთ. ამის მიღწევის საუკეთესო გზა კი,  ჯანსაღი კვება და ვარჯიშია.  

თანამედროვე ადამიანისათვის, ვარჯიშის დაწყებისას ბევრი ხელისშემშლელი ფაქტორი იჩენს თავს. მათგან უპირველესია დროის დეფიციტი – ნებისყოფასთან ერთად, სპორტდარბაზში სიარული არც ისე მცირე დროით რესურსს მოითხოვს. თუმცა, ტექნოლოგიურ ეპოქაში – იქ, სადაც ციფრულმა პროდუქტებმა არაერთი ფიზიკური სივრცის ალტერნატივა შექმნა, გაჩნდა ფიტნეს აპლიკაციები. ეს არის ჩვენს გაჯეტებში არსებული ჭკვიანი პროგრამები, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ადგილას, სწორად ვარჯიშის შესაძლებლობას გვაძლევს. შეგვიძლია სიხარულით აღვნიშნოთ, რომ ერთ წელზე მეტია,  ციფრული პროგრამების გლობალურ მარკეტზე  ქართული ფიტნეს აპლიკაცია – Liffit გაჩნდა. 

აპლიკაციას ჩვენი აქტიური მკითხველი უკვე იცნობს, თუმცა, სიახლეების გაზიარებამდე, ამჯერადაც გვსურს ის მნიშვნელოვანი მახასიათებლები აღვნიშნოთ, რითიც Liffit გამოირჩევა. აპლიკაცია თანამედროვე ინტერფეისითა და მრავალფეროვანი ფუნქციონალით, საშუალებას გვაძლევს, ციფრულ მწვრთნელთან ერთად პერსონალური პროგრამით ვივარჯიშოთ. 

აღსანიშნავია, რომ Liffit მსოფლიოში არსებული წამყვანი ფიტნეს აპლიკაციების ყველა უმაღლეს სტანდარტს აკმაყოფილებს. ქართულთან ერთად, პროგრამა მომხმარებელს სხვა ენის არჩევის საშუალებასაც აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ Liffit საერთაშორისო აუდიტორიისათვისაც ხელმისაწვდომია და ის უკვე ციფრული პროდუქტების გლობალური ბაზრის სრულფასოვანი ნაწილია. აპლიკაციის ალგორითმი შეისწავლის ჩვენს პერსონალურ მონაცემებს და სწორედ ამის შემდეგ შემოგვთავაზებს ინდივიდუალურ სავარჯიშო პროგრამას, რომელიც მაღალკვალიფიციური პროფესიონალი ინსტრუქტორების მიერ არის შედგენილი. 

აპლიკაციის გაშვების მომენტიდან, Liffit-ის შემქმნელი გუნდისათვის უპირველესი პრიორიტეტი პროდუქტზე ხელმისაწვდომობა და მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით მუდმივი განვითარებაა. ამიტომაც, აპლიკაციაში ხშირად შეხვდებით განახლებებსა და ფასდაკლებებს. Summer is over. Restart. – ამ სლოგანით, Liffit ამჯერად საშემოდგომო აქციით  სარგებლობას გვთავაზობს. საშემოდგომო რესტარტისა და ვარჯიშის განახლებისათვის, პროგრამებზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. ნებისმიერი თორმეტ-კვირიანი პროგრამის შეძენა 70 ლარად, ხოლო  ოთხ-კვირიანის – 30 ლარად არის შესაძლებელი. აქციით სარგებლობა მარტივია, ფასდაკლების გასააქტიურებლად  სისტემაში უნდა  შევიყვანოთ  სპეციალური პრომო კოდი  – Restart. 

სანამ ვარჯიშის დაწყებასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას მივიღებთ და მომავალი თვეების განმავლობაში მას ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად ვაქცევთ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალიც უნდა გავითვალისწინოთ – Liffit-ის ციფრულ სივრცეში ინტეგრირებულია სხვადასხვა მიზნობრიობისა და კატეგორიის პროგრამები, რაც განსხვავებული საჭიროებების მომხმარებლებს თანაბარ კომფორტს უქმნის. 

თუ Liffit თქვენი მობილური პროგრამების სიაში ჯერ კიდევ არ არის, მის გადმოსაწერად მიჰყევით ბმულს – www.liffit.app