დემნა და გურამ გვასალიების ბრენდმა გაყიდვაში მორიგი დროფი ჩაუშვა. ამ ნაკადში მოხვდა ბოლო ზარის მაისურებიც, რომელიც ბრიტანეთში 790 ფუნტად გამოჩნდა. მაისურს ქართული, გერმანული, არაბული, ფრანგული წარწერები აქვს და ბრენდის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხულის კოლექციიდან არის.

„ჩვენ დემნას გუნდის წევრებს თბილისში ვუმასპინძლეთ. მათი ჩამოსვლა ბოლო ზარის პერიოდს დაემთხვა. ისინი თბილისის ქუჩებში ხედავდნენ ბავშვებს ბოლო ზარის მაისურებით. ჩვენც ვდებდით ჩვენი შვილების ფოტოებს ბოლო ზარიდან. ასე დაიბადა ამ მაისურის გაკეთების იდეა.“ -ლიკა კვარაცხელია.

მიუხედავად იმისა,რომ ვეტმანისგან დაბალ ფასს არავინ ელის, ბოლო ზარის მაისურების ფასმა ბრიტანული მედია მაინც გააოცა.

Standard UK

Huffington Post UK

მაისურს გამოხმაურება მოჰყვა ტვიტერზეც