2020 წლის მიწურულს, ინტაგრამ გვერდმა, Shit Model Management-მა რამდენიმე მოდელის ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომლებშიც ისინი ალექსანდრ ვენგს სექსუალურ ძალადობაში სდებდნენ ბრალს. ინფორმაცია მალევე მოედო ინტერნეტ სივრცეს და ვენგის კარიერული წინსვლა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, დიზაინერმა ოფიციალური განცხადება გააკეთა, რომელშიც უარყო ყველა ბრალდება და განაცხადა, რომ ყველაფრის გამოძიებას თავად აპირებს.

Alexander Wang

რამდენიმე დღის წინ, New York Times-მა გამოაქვეყნა ახალი სტატია, რომელშიც ვენგის მხრიდან სექსუალურ ძალადობაზე კიდევ შვიდმა ადამიანმა ისაუბრა. შემთხვევების უმეტესობა 2010-წლიდან 2019 წლამდე მოხდა, კლუბებსა და წვეულებებზე. ადვოკატი ალისა ბლუმი ვენგის 11 მსხვერპლს წარმოადგენს, თუმცა ჯერ-ჯერობით საქმეში ახალი ფიგურანტების ოფიციალური საჩივრები არ დაფიქსირებულა.

ახალი ბრალდებების შესახებ კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ არც თავად დიზაინერს და არც მის წარმომადგენელს. წარმომადგენელმა მხოლოდ და მხოლოდ 1 ბრალდებაზე გააკეთა კომენტარი – ბრალდება 2013 წელს პარიზში მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, როდესაც, მსხვერპლის თქმით, ალექსანდრ ვენგმა მასზე სექსუალურად იძალადა. ვენგის ადვოკატის თქმით ეს “შეუძლებელია”.