ვოგს კიდევ ერთი გამოცემა შეემატა.ამჯერად ქონდე ნასტმა მოდის ბიბლია ჰონგ-კონგში გამოსცა. ჰონგ-კონგის ვოგის პირველი ნომერი არის 2019 წლის მარტი. ყდას ჯიჯი ჰადიდი და ფეი ფეი სანი ამშვენებენ. ჯიჯის მეორედ ხვდა ვოგის სადებიუტო ყდაზე ყოფნის პატივი. 2017 წელს არაბული ვოგის პირველი ნომრის ყდაზეც ჰადიდი ვიხილეთ. ტოპ მოდელებს ჰონგ-კონგის ვოგის გარეკანზე შანელის ოტ კუტიური აცვიათ. ფოტოგრაფი გახლავთ ბრიტანელი ნიკ ნაითი.
ჯიჯი ამშვენებს არაბული ვოგის ახალ ნომერსაც. 2019 წლის მარტის ყდაც რამდენიმე დღის წინ გავრცელდა, ფოტოგრაფი არის პიტერ ლინდბერგი.

აღელვება გამოიწვია ბრიტანული ვოგის ახალმა ნომერმა. ნაომი სკოტს აცვია პრადა და პოზირებს ნიკ ნაითის ობიექტივში.


იტალიურმა გამოცემამ 3 გარეკანი წარადგინა,მათ შორის არის სპეციალური ნომერი კარლ ლაგერფელდის გამოსახულებით,რომელიც ლეგენდარულ დიზაინერს ეძღვნება. დანარჩენ ორ გარეკანზე სუპერმოდელი ამბერ ვალეტაა გუჩის სამოსში. ფოტოგრაფები არიან მერთი და მარკუსი.

გთავაზობთ ვოგის გამოცემების 2019 წლის მარტის და აპრილის ნომრებს
ვოგი (ჰოლანდია) აპრილი : Imaan Hammam by Bibi Borthwick
ვოგი (კორეა) მარტი: Anok Yai by Hyea W. Kang
ვოგი (პორტუგალია) მარტი: Jamie Bochert by Branislav Simoncik
ვოგი (მექსიკა) მარტი: Taylor Hill by Phil Poynter
ვოგი (გერმანია) აპრილი: Gisele Bündchen by Luigi & Iango
ვოგი (ავსტრალია) მარტი: Adut Akech, Angourie Rice & Amy Shark by Nicole Bentley
ვოგი (ტაილანდი) მარტი:  Ruth Bell by Natth Jathurapahu
ვოგი (ესპანეთი) მარტი: Birgit Kos by Txema Yeste
ვოგი (ბრაზილია) მარტი: Mica Arganaraz by Zee Nunes