დაჯილდოებების სეზონი ამერიკული კულტურის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მოვლენაა, რომელსაც ყოველი წლის დასაწყისში, უამრავი გულშემატკივარი ელის. “ოქროს გლობუსი”, “ოსკარი”, “გრემი” – ეს იმ პრესტიჟული დაჯილდოებების მცირე ჩამონათვალია, რომელსაც თვალს ყველა ვადევნებთ. წელიწადის ამ პერიოდისათვის, მოდის ინდუსტრიაც განსაკუთრებულად ემზადება. წითელი ხალიჩა მნიშვნელოვანი ღონისძიებების განუყოფელი ნაწილია. ამასთან ერთად, ტრადიციად იქცა გასული წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ვარსკვლავების მოდის ცნობილი ჟურნალების გარეკანებზე და ედითორიალებში გადაღებაც. 2021 წლის აპრილის ნომერში, ბრიტანული ვოგი 27 კადრისგან შემდგარ პორტფოლიოს გვთავაზობს, რომელშიც კინოინდუსტრიის ახალი და კარგად ნაცნობი, ლეგენდარული სახეები გვხვდებიან.


ფოტოგრაფი: Greg Williams / სტილისტი: Dena Giannini