ჟურნალ Allure-თან ინტერვიუში, ამერიკელი მოდელი და ინსტაგრამის ვარსკვლავი, ჰეილი ბიბერი არაერთ თემას შეეხო, მათ შორის სამოდელო კარიერას.
Allure – 2022 წლის მაისის ნომერი
სამოდელო ბიზნესში ჰეილი 2014 წელს გამოჩნდა. სწორედ მაშინ, როდესაც პოდიუმი სოციალური ქსელების ვარსკვლავებმა და გავლენიანი ოჯახების შვილებმა დაიკავეს. მიუხედავად იმისა, რომ ჰეილი საჭირო დროს, საჭირო ადგილზე აღმოჩნდა, პოდიუმზე მისი კარიერა მოსალოდნელი წარმატებით არ განვითარდა. დღეს, ის ფოტომოდელად მუშაობს, ამშვენებს სარეკლამო კამპანიებსა და ჟურნალების გარეკანებს, თუმცა უარს ამბობს პოდიუმზე. რამ გამოიწვია ჰეილის პოდიუმიდან დისტანცირება, ამის შესახებ ხშირად საუბრობდნენ, თუმცა ბიბერი ოფიციალური კომენტარისგან თავს იკავებდა.
ახალ ინტერვიუში, ჰეილიმ აღნიშნა:
“ძალიან ცუდი გამოცდილება მქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან ქასტინგ დირექტორთან. მან ჩემს აგენტს რაღაც ისეთი უთხრა, რამაც ჩემს თავდაჯერებულობაზე იმოქმედა, როდესაც საქმე პოდიუმზე გამოსვლას ეხება. არ მინდა თავს ცუდად ვგრძნობდე სამოდელო სივრცეში, რადგან სხვა (პოდიუმის გარდა) სამუშაოს შესრულება მართლა მომწონს.”
Allure – 2022 წლის მაისის ნომერი
ფოტოგრაფი: Zoey Grossman
სტილისტი: Coco Cassibba
ვარცხნილობის სტილისტი: Bryce Scarlett
ვიზაჟისტი: Kali Kennedy
წყარო: Allure.com