მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და პრესტიჟულ მაღაზიაში ვეტმანის Иди на хуй მაისურები აღარ გაიყიდება. ბრიტანული პრესა იუწყება, რომ 680 ფუნტად შეფასებული ჰუდი გაყიდვიდან უკვე ამოღებულია. ოფიციალურ საიტზე ლონდონის Harrods – ს მითითებული ჰქონდა, რომ მაისურზე არის ქართული წარწერა. მოგვიანებით რუსმა ჟურნალისტმა დაწერა, რომ სინამდვილეში მაისურს რუსული წარწერა აქვს, თან ძალიან შეურაცხყოფელი. სწორედ ამას მოჰყვა ჰაროდსის გადაწყვეტილება. მაღაზიას კოლექციის აღწერაში უწერია, რომ ვეტმანის 2019 წლის გაზაფხული/ზაფხული დემნა გვასალიას რთულ წარსულს ეძღვნება, თუმცა გამოხატავს სიყვარულს თავისი მშობლიური ქვეყნის მიმართ.
