ნიუ-იორკში ჰელოუინის აღნიშნვა 30 ოქტომბერს დაიწყო, Madison Square Garden-ში ჰარი სტაილსმა თემატური კონცერტები გამართა. “Harryween”-ზე ჰარი და მისი ბენდი “Wizard of Oz”-ის კოსტიუმებით გამოჩნდნენ. ჰარი მსმენელის წინაშე, რა თქმა უნდა, მთავარი გმირის, დოროთის კოსტიუმში წარსდგა.

“მე ბრიტანეთში გავიზარდე, იქ გვიყვარს ჰელოუინი, თუმცა ამას ისე სერიოზულად არ აღვიქვამთ, როგორც თქვენ.” ჰარიმ სცენიდან ნიუ-იორკელ მსმენელს მიმართა, “საყვარლად გამოვიყურები!”

მეორე კონცერტი 31 ოქტომბერს გაიმართა, რომელზეც ჰარის კლოუნის კოსტიუმი ეცვა. აღსანიშნავია, რომ ჰარიმ ბრიტნი სპირსის ჰიტი “Toxic” შეასრულა, რამაც ინტერნეტი მომენტალურად მოიცვა.