2024 წლის საერთაშორისო დიზაინერის ჯილდოს მიღებიდან რამდენიმე დღეში, ირლანდიელმა დიზაინერმა, ჯონათან ანდერსონმა ახალი პროექტის შესახებ გაამხილა. ამჯერად, მომენტის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დიზაინერი პოპ-ვარსკვლავ ჰარი სტაილსთან გაერთიანდა და ახალი კოლექცია სტაილსის ბრენდთან, Pleasing-თან კოლაბორაციით შექმნა. „ეს არის თანამშრომლობა, რომელზეც ჩვენ დიდი ხანია ვოცნებობდით“- განუცხადა მოდის პრესის ცნობილ გამოცემას, WWD-ს სტაილსის ბრენდის კრეატიულმა დირექტორმა და სტილისტმა ჰარი ლამბერტმა.
აღსანიშნავია, რომ ლამბერტი ანდერსონის ინტერნი იყო და მანვე შემოსა ჰარი JW Anderson-ის ფერადი კარდიგანით, 2020 წლის The Today Show-ს რეპეტიციაზე, რომელიც ვირუსულად გავრცელდა ჰეშთეგით #HarryStylesCardigan.

Pleasing x JW Anderson-ის თანამშრომლობა უკვე ხელმისაწვდომია ორივე ბრენდის ვებსაიტზე, ფასები კი, 20 ოლარიდან 990 დოლარამდე მერყეობს.