სტელა მაკარტნი და ტეილორ სვიფტი ტანსაცმლის ხაზის შესაქმენლად ითანამშრომლებენ

ამერიკელი მომღერალი და ბრიტანელი დიზაინერი ტანსაცმლის ხაზის შესაქმნელად ერთიანდებიან. როგორც ცნობილია, ხაზის დებიუტი ტეილორის ახალი ალბომის გამოსვლასთან ერთად შედგება 23 აგვისტოს.

“დიდი ხანია, რაც ვმეგობრობთ. ის ქალია, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ” – განაცხადა ტეილორმა ინსტაგრამის ლაივში – “პატივს ვცემ რასაც ქმნის და როგორც ქმნის”

მეგან მარკლი ბრიტანული ვოგის სექტემბრის ნომრის შექმნაში მიიღებს მონაწილეობას

სასექსის ჰერცოგინია, მეგან მარკლი ბრიტანული ვოგის 2019 წლის სექტემბრის მიწვეული რედაქტორი იქნება. როგორც ცნობილია, მეგანი ყდასაც დაამშვენებს. ბრიტანული ვოგის 2019 წლის სექტემბრის ნომერი უნდა იყოს მეგანის პირველი გამოჩენა ვოგის გარეკანზე.

Photo by Samir Hussein/Samir Hussein/WireImage

“Fenty” ნიუ-იორკში პოპ-აპ მაღაზიას გახსნის

LVMH-ის რიანასთან პარტნიორობით შექმნილი ბრენდი – Fenty, ნიუ-იორკში პირველ პოპ-აპ მაღაზიას გახსნის. როგორც ცნობილია მაღაზია 19 ივნისს გაიხსნება და პროდუქციის შეძენა 30 ივნისამდე იქნება შესაძლებელი.

სედრიქ შარბი, ბალენსიაგას CEO, ქერინგის აღმასრულებელთა კომიტეტის წევრი გახდა

ქერინგმა ბალენსიაგას აღმასრულებელი ხელმძღვანელი, სედრიქ შარბი კომპანიის აღმასრულებელთა კომიტეტის წევრად დაასახელა. იგი ამ პოზიციას პირველი ივლისიდან დაიკავებს.

უმბერტო ლეონი და კეროლ ლიმი 8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ კენზოს ტოვებენ

LVMH-მა განცხადება გაავრცელა, რომ კენზოს შემოქმედებითი დუეტი, უმბერტო ლეონი და კეროლ ლიმი 8 წლიანი თანამშრომლობის შემდეგ ბრენდს ტოვებენ. კენზოს გაზაფხული/ზაფხული 2020 ჩვენება დიზაინერების დუეტის საბოლოო კოლექცია იქნება ბრენდისთვის. ჩვენება 23 ივნისს გაიმართება.

ბალენსიაგამ ლოს-ანჯელესში ახალი მაღაზია გახსნა

ბალესიაგამ კიდევ ერთი მაღაზია გახსნა, ამჯერად ლოს-ანჯელესში. ორ სართულიანი, გარაჟის დიზაინის მაღაზია 338 N. Rodeo Drive-ზე მდებარეობს. ბალენსიაგამ ცოტახნის წინ მაიამიშიც გახსნა მაღაზია. როგორც ცნობილია მაღაზიის გახსნა ნიუ-იორკში მედისონ ავენიუზეც იგეგმება.

ვიქტორია სეკრეტმა პარიზში პირველი მაღაზია გახსნა

14 ივნისს პარიზში ვიქტორია სეკრეტის პირველი მაღაზია გაიხსნა. მიუხედავად იმისა, რომ სეკრეტის 2016 წლის შოუ პარიზში ჩატარდა, ბრენდს საფრანგეთის დედაქალაქში მთავარი მაღაზია არასდრეს ყოფილა.

ჰარი სტაილსი გუჩის სუნამოს სახე იქნება

ჰარი სტაილსი გუჩის ახალი უნისექს სუნამოს სახე იქნება, რომელიც აგვისტოში გამოვა. როგორც ცნობილია კამპანიას გლენ ლაჩფორდი გადაიღებს.

კაროლინა ერერას კულტურულ მისაკუთრებაში ადანაშაულებენ

მექსიკელები კაროლინა ერერას დიზაინერს უეს გორდონს კულტურულ მისაკუთრებაში ადანაშაულებენ. მექსიკელების გაღიზიანება ბრენდის რესორთ 2020 კოლექციამ გამოიწვია. დიზაინერმა განაცხადა, რომ მექსიკას დიდ პატივს სცემს და კოლექციით მხოლოდ პატივისცემის გამოხატვა სურდა.