ჰარი სტაილსისა და ალესანდრო მიკელეს თანამშრომლობა გრძელდება. ბრიტანელი მომღერალი და მსახიობი გუჩის მამაკაცის სამოსის 2019 წლის შემოდგომის კამპანიის სახეა. ეს სტაილსისთვის გუჩის მესამე კამპანიაა. ფოტოებში ის ცხოველებითა და სკულპტურებით არის გარშემოტყმული.
ფოტოგრაფი: Harmony Korine
სტაილსი ხშირად ჩნდება გუჩის სამოსით – მსოფლიო ტურის დროს ყველაზე ხშირად გუჩის კოსტუმში იყო გამოწყობილი, სწორედ გუჩის სამოსით წარსდგა წლევანდელი მეტ გალას წითელ ხალიჩაზეც.
ვიდეო კამპანიიდან: