ჰარი სტაილსმა სიმღერაზე Lights Up ახალი მუსიკალური ვიდეო გამოაქვეყნა. ბრიტანელ მომღერალს გუჩის შემოქმედებით ხელმძღვანელთან ახლო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. ჰარი გუჩის საერთაშორისო სახეა, ის ბრენდის თითქმის ყველა პროდუქტს უწევს რეკლამას. 2018 წელს სტაილსი ალესანდროს მიკელესთან (გუჩის შემოქმედებითი ხელმძღვანელი) ერთად მეტ გალას ორგანიზატორებში იყო. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი იყო, რომ ახალ კლიპშიც ჰარის ერთ-ერთი მოდური არჩევანი გუჩი იქნებოდა.

Harry Styles – Lights Up, სამოსი: Gucci.

მეორე ცისფერი კოსტუმი ნაკლებად ცნობილ დიზაინერს ეკუთვნის. ლონდონში მოღვაწე ჰარის რიდს სტაილსთან წარსულშიც უმუშავია. არ იქნება გადაჭარბებული თუ დავწერთ, რომ სწორედ ჰარისთან თანამშრომლობამ გააღვივა Harris Reed – ის დიზაინის მიმართ ინტერესი.

Harry Styles – Lights Up, სამოსი: Harris Reed.

ვიდეო :