ჰარი სტაილსი ამერიკული ვოგის 2020 წლის დეკემბრის ნომრის ყდაზეა. მუსიკოსი პირველი მამაკაცია, ვინც მოდის ბიბლიის გარეკანს მარტო ამშვენებს. მიუხედავად იმისა, რომ ათწლეულები გავიდა მას შემდეგ, რაც რიჩარდ გირი გახდა პირველი მამაკაცი, რომელიც ვოგის ყდაზე ვიხილეთ, მოდის პრესის წამყვანი ჟურნალის გარეკანები, მეტწილად, კვლავ ქალების გამოსახულებით გამოდის. რიჩარდიც, როგორც ყველა სხვა მამაკაცი ჰარი სტაილსამდე, გარეკანს ცნობილ ქალთან ერთად, წყვილში ამშვენებდა. 2020 წლის მიწურულს პრეცედენტი შეიქმნა.
თუ ისტორიას თვალს გადავავლებთ, ნათლად დავინახავთ, რომ მოდის რედაქტორებში, ანა ვინტური პიონერია, როდესაც საქმე სიახლეების მიღებას და ნორმად ქცევას ეხება. პირველი მამაკაცი ვოგის ყდაზე ცნობილი ქალის გარეშე – ეს შესაძლოა იყოს საინტერესო გამონაკლისი, ან სულაც ახალი თავის დასაწყისი.
თვალი გადავავლოთ ჰარი სტაილსის სტილის ევოლუციას 2010 წლიდან დღემდე.
1/20

2/20

3/20

4/20

5/20

6/20

7/20

8/20

9/20

10/20

11/20

12/20

13/20

13/20

14/20

15/20

16/20

17/20

18/20

19/20

20/20
